შალვა პაპუაშვილი ბრიუსელსა და ბრიუგეში ჩატარებულ ჩხრეკებზე: აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს კორუფცია ჩვეული მოვლენაა

აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელსა და ბრიუგეში ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს კორუფცია ჩვეული მოვლენაა.

„ჩვენ ვნახეთ მანამდე იუსტიციის კომისრის წინააღმდეგ საქმეები, ევროპარლამენტის წევრების წინააღმდეგ საქმეები. ასე, რომ ბელგიის პოლიციას ბევრი საქმე აქვს ამ მხრივ იმიტომ, რომ ევროკავშირის შიდა სტრუქტურები, ვხედავთ რომ ვერ უზრუნველყოფს კორუფცია არ იყოს ევროპულ სტრუქტურებში.

ჩვენც, რა თქმა უნდა, ეჭვი გვაქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ მათ შორის საქართველოში „ენჯეოების“ ფარული დაფინანსებაც არის პირდაპირ ნოყიერი ნიადაგი კორუფციისთვის და რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვი, რომ აქ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება დაფინანსება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის. მათ შორის, გაუმჭვირვალობის სურვილი და ფარულობის სურვილის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩანს, რომ შესაძლოა იყოს ასევე კორუფციის კვალის წაშლა და იმ მტკიცებულებების არ გამოაშკარავება საზოგადოებისთვის, რომელიც აჩვენებს, რომ მაგალითად თანხების განაწილება საქართველოში ხდება მიკერძოებით. ფავორიტიზმს აქვს ადგილი, არსებობს კონკრეტული ჯგუფები და ამაზე ხშირად საუბრობდნენ, მათ შორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მილიონერი არასამთავრობო ორგანიზაციების რიგს. ჰკითხეთ მათაც, აბსოლუტურად ღია საიდუმლოებაა, რომ არსებობს რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, „გამჭვირვალობა“, „ისფედი“ და მსგავსი „ენჯეოები“, რომლებსაც არათუ მონოპოლიზებული ჰქონდათ უცხოური ფულის მიღება, არამედ ისინი იყვნენ მათ შორის, ვისი დასტურიც უნდა ჰქონოდა ზოგიერთ დონორს იმისთვის, რომ მიეღო უფრო სწორედ ზოგიერთ მცირე „ენჯეოს“, მათი კეთილგანწყობა, რომ მიეღოთ თანხები.

ასე რომ, რა თქმა უნდა, არის ეჭვი, საქართველოში ფარული დაფინანსება „ენჯეოების“, მათ შორის განპირობებული იყო იქით, რომ აქ არსებობს კორუფციული სქემები, როდესაც ფული ნაწილდება არა საჭიროების და დამსახურების, არამედ პატრონაჟის, ფავორიტიზმის და შესაძლოა ფულის არალეგალური შემოსავლის მიღების სურვილითაც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქრონიკას“ ევროპის პროკურატურის ოფისში დაუდასტურეს, რომ ბრიუგეში ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩატარდა, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ამასთან, ბელგიური გამოცემა Le Soir-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი მათგანია ევროპის კოლეჯის რექტორი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776416978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1776416328

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...

პროკურატურა

1776416047

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...

შალვა პაპუაშვილი

1776415697

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა

მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვ...

შალვა პაპუაშვილი

1776415528

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად, მისი ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია

ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველ...

შალვა პაპუაშვილი