შალვა პაპუაშვილი: მინდა მივმართო „ლელოს“ ამომრჩევლებს, რომ მათ მანდატს ვუფრთხილდებით და გვინდა, რომ არ მოვიქცეთ ისე, როგორც მათ მოექცათ „ლელო“, რომელმაც ჩახსნა საკუთარი მანდატები
მინდა მივმართო „ლელოს“ ამომრჩევლებს, რომ მათ მანდატს ვუფრთხილდებით და გვინდა, რომ არ მოვიქცეთ ისე, როგორც მათ მოექცათ „ლელო“, რომელმაც ჩახსნა საკუთარი მანდატები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს ეხებოდა.
მისივე თქმით, სარჩელის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებაში მოცემულია ყველა საკითხი და დასაბუთება.
„ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება, მაგალითად, „ლელოსთან“ დაკავშირებით ზუსტად ის არის, რომ იყვნენ მონაწილენი არჩევნების საბოტაჟისა, არაღიარებისა და ასე შემდეგ და მანდატები მათ დღესაც გაუქმებული აქვთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მათი სურვილია, პატივი სცენ „ლელოს“ ამომრჩევლებს.
„ვთქვით, კიდევაც, ვინაიდან ჩვენ გვინდა, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს - „ლელომ“ უკვე რამდენჯერმე თავის ამომრჩევლისგან მიღებული მანდატი გადააგდო, გააუქმა. 2020 წლის არჩევნებში, თუ არ ვცდები, 2021-შიც ჰქონდათ ასეთი მცდელობა და ახლაც - ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მის ამომრჩევლებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვინაიდან მივიდნენ 4 ოქტომბერს, არჩევნებში ხმა მისცეს და იყვნენ დემოკრატიის პროცესში, მათი ამომრჩეველი არ დაისაჯოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტებში „ლელოს“ წარმომადგენლებიდან „გასული არიან ის პირები, რომლის მიმართაც სავარაუდოდ, ამომრჩევლებს ჰქონდათ ნდობა, რომ მანდატი მიეცათ“.
„ამიტომ, მინდა მივმართო „ლელოს“ ამომრჩევლებს, რომ მათ მანდატს ვუფრთხილდებით და გვინდა, რომ არ მოვიქცეთ ისე, როგორც მათ მოექცათ „ლელო“, რომელმაც ჩახსნა საკუთარი მანდატები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
1761671318
საზოგადოებაგიორგი გაბუნია კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გ...
1761669129
საზოგადოებამარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგა...
1761667374
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...
1761666064
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...
1761659578
მსოფლიოლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...


























