შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, მაგრამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია და სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
დღეს, პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებიან და საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ეს ის გაკვეთილია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი.
„2016 წელს არჩევნების შედეგების არაღიარების მცდელობა იყო, თუმცა ბოლოს ყველას მოუწია არჩევნებისა და ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის დაწყება. 2020 წელსაც ჩვენ ვნახეთ მცდელობა არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები. ამის შემდეგ, ზოგიერთს ნახევარი წელი, ზოგიერთ კი 1 წელი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ხალხის ნებას ვერ გაექცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა - თვალი აერიდებინათ რეალობისთვის და ხალხის ნებისთვის. მისასალმებელია, რომ მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკანდასახევი ხიდები დაწვა და შეიძლება დღეს ძალიან უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ამომრჩევლებს, რომ მათი ხმა პარლამენტში გაჟღერდეს.
„ამიტომ, მივესალმები ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს საპარლამენტო საქმიანობას შემოუერთდნენ. თქვენს წინ, დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადება დაგაგვიანდათ, თუმცა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, ამიტომ გთხოვთ ამ ფიცს ხელი მოაწეროთ და გისურვებთ, რომ ამ ფიცის ერთგულად შეგესრულებინოთ თქვენი სადეპუტატო უფლებამოსილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1761667374
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...
1761666064
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...
1761659578
მსოფლიოლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...
1761659501
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...
1761658092
ახალი ამბებისამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე...


























