შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე თვის წინ გერმანიაში არათუ პარტია, ლამის არასამთავრობო ორგანიზაცია აკრძალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან ის გერმანიის ხელისუფლებას და კანონმდებლობას არალეგიტიმურად აცხადებდა

რამდენიმე თვის წინ გერმანიაში არათუ პარტია, ორგანიზაცია, ლამის არასამთავრობო ორგანიზაცია აკრძალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასამართლოც არ იყო საჭირო იმის გამო, რომ ის გერმანიის ხელისუფლებას და კანონმდებლობას არალეგიტიმურად აცხადებდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„2016 წლიდან მოყოლებული, 2016 წელს არ აღიარეს პარლამენტის არჩევნები, 2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას ცდილობდნენ, 2019 წელს - პარლამენტის შტურმს, 2020 წელს არჩევნები არ აღიარეს, 2024 წელს არჩევნები არ აღიარეს - ეს ნიშნავს დემოკრატიის არაღიარებას.

რამდენიმე თვის წინ გერმანიაში არათუ პარტია, ორგანიზაცია, ლამის არასამთავრობო ორგანიზაცია აკრძალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასამართლოც არ იყო საჭირო იმის გამო, რომ ის გერმანიის ხელისუფლებას და კანონმდებლობას არალეგიტიმურად აცხადებდა. გარედან მართულ ხელისუფლებად მიიჩნევდა და კანონებს არ აღიარებდა.

საქმე შეეხება არა იმას, არის თუ არა ვინმე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური, საარჩევნო კონკურენტი, არამედ იმას, რომ პარტიებს რეალური შესაძლებლობა აქვთ კონსტიტუციურ წყობილებას რისკი შეუქმნან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761671318

საზოგადოება

გიორგი გაბუნია კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

 პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გ...

გიორგი გაბუნია

1761669129

საზოგადოება

მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგა...

მარიამ ლაშხი

1761667374

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება

 დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...

ანდრია ჯაღმაიძე

1761666064

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...

პროკურატურა

1761659578

მსოფლიო

ლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...

უკრაინა