შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ვიზიტების დადებითი დინამიკა. ხაზი გაესვა სექტორულ კომიტეტებს შორის ხშირ გაცვლებს.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა თბილისის აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობის მნიშვნელობა, აგრეთვე, ეროვნული კრების პრეზიდენტ ალენ სიმონიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.
სისაკ გაბრიელიანმა შალვა პაპუაშვილს ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. მან, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ სომხეთისადმი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. აღინიშნა, რომ რეგიონული მშვიდობა რეგიონის სამივე ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების დიდი გულშემატკივარი და უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები რეგიონული განვითარების კუთხით ახალი ეტაპის დაწყების კარგი შესაძლებლობაა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.
1761666064
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...
1761659578
მსოფლიოლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...
1761659501
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...
1761658092
ახალი ამბებისამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე...
1761657413
საზოგადოებაერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7212 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7212 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლა...


























