"შავი ლენტები თუ გინდათ, სახლებში შეაბით საკუთარ ნაძვის ხეებს" - პასუხი ელენე ხოშტარიას

ჟურნალისტი რუსა მუმლაძე, პარტია "დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარია განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ხოშტარიამ მოუწოდა საზოგადოებას, დაღუპული ქართველი მებრძოლების პატივსაცემად ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს, შავი სამგლოვიარო ლენტები შეაბან:
"დიდი ხანია უკვე, ხმას საერთოდ აღარ ვიღებ პოლიტიკაზე.
მეკითხებიან, რატომო, რატომ და უბრალოდ, მომბეზრდა ერთი და იგივე სისულელეების ყურებაც და მათზე კომენტარიც!
მაგრამ ახლა ამ ერთხელ დავარღვევ დუმილს, ახალი პოლიტსიგიჟეა მოფიქრებული და პროტესტი გამიჩნდა:
აი, ეს არის კიევის მერის განცხადება კიევის საახალწლო ნაძვის ხეზე და უმორჩილესი თხოვნა მაქვს რა, ჩემი ჩვეული ცინიზმით კი ასე გამოვხატავდი ამ თხოვნას:
შავი ლენტები თუ გინდათ, სახლებში შეაბით საკუთარ ნაძვის ხეებს, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხისგან ხელები შორს!!!!
ახლა თან ბოდიშსაც მოგიხდით, ამისთვის ნამდვილად არ მემეტებით და ნურც თქვენ იმეტებთ ქვეყანას შავი ლენტებით ახალი წლის ჩასაშხამებლად, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო!!!
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი საქმე არაა, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის გაშავება!
არ ჯდება ეს არც პოლიტიკურ თავისუფლებაში და არც გამოხატვის, ხალხის დაცინვა და მორიგი სისულელეა!
„ჩვენ გვესმის, რომ მასობრივი ღონისძიებები ომის დროს აკრძალულია.
ის არავითარ შემთხვევაში არ გაიმართება, თუმცა არავინ აპირებს ახალი წლისა და შობის გაუქმებას და საახალწლო ატმოსფერო უნდა იყოს.
ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ჩვენი შობა და ახალი წელი მოიპაროს!!
ნაძვის ხე დამონტაჟდება, რომ ჩვენს შვილებს საახალწლო განწყობა შეახსენოს," – კიევის მერი ვიტალი კლიჩკო!
ქართველო პოლოტგრინჩებო, შობა-ახალ წელს თქვენ ვერ გააუქმებთ, ნურც მოპარვას შეეცდებით და ნურც მის გაშავებას, თანაც მაშინ, როცა ამ დღესასწაულის ახალი წლის ფერებში აღნიშვნას - ომისგან გატანჯულ დედაქალაქში ნაძვის ხის დადგმით - თავად ის ქვეყანა აპირებს, თქვენ რომ მხარდაჭერას უცხადებთ, საკუთარი ქვეყნისთვის ამ ახალი წლის ჩაშხამების ხარჯზე!
რომის პაპზე უფრო კათოლიკეები ნუ გამომიხვედით აქ რა!
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს უნდა ჰქონდეთ ლამაზი ნაძვის ხეები!!!
ისინი ვერც თქვენ და ვერც პუტინმა ვერ უნდა მოიპაროთ!", - წერს მუმლაძე.
ამავე თემაზე:
1745330418
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7500 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7503 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1745328332
ახალი ამბებიიტალიაში რომის პაპის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
იტალიის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ...
1745326921
ახალი ამბებისაბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა. მთავრობის თავმ...
1745325552
ახალი ამბები2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 102.1%-ით, ხოლო გადასახადები 102.3%-ით შესრულდა
საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით. 2...
1745324322
მსოფლიოზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...