შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 მარტს მომზადებულ სიუჟეტს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული რენტგენო ინსპექტირების სისტემების თითქოს მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვისა და საინსპექციო სისტემების გაძლიერება/განახლება წარმოადგენს უწყების უმნიშვნელოვანეს მიზანს.
„აღსანიშნავია, რომ ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც კი მუდმივად ხორციელდება ინსპექტირების სისტემების ტექნიკური ზედამხედველობა და მონიტორინგი, რაც ტექნიკის საიმედო მუშაობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას
განაპირობებს.
სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს მათი მუშაობის შეჩერებას (როგორც ერთჯერადად ასევე ხანგრძლივი ვადით) დათვალიერებას/შესწავლას/შეკეთებას, ხოლო შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხდება კვლავ ექსპლუატაციაში დაბრუნება.
სიუჟეტში დასახელებული საავტომობილო რენტგენული ინსპექტირების სისტემა განთავსებულია არა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, არამედ აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე - „ადლიის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ხოლო მისი აუცილებელი შეკეთების შესახებ დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია ღია წყაროებში, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1746736315
საზოგადოებაკახა კალაძე: აღმოჩნდა, რომ ის სანიაღვრე, რომელიც გადის რუსთაველზე არის მძიმედ ავარიული, სრულად დასაშლელია, რაც ძალიან დიდ დროს დაიკავებს და არ გვინდოდა რუსთაველის ამდენი ხნით დაკეტვა, ამის გამო პროექტი გადავდეთ მომავალ წელს
ჩვენ დავიწყეთ დეტალური კვლების ჩატარება და აღმოჩნდა, რომ ის სანიაღვრე, რომელიც გადის რუსთაველზე არის გაკეთებული ალბათ 50 წლის წინ, რომელიც არის ძალიან მძიმედ ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად სრულად...
1746735106
საზოგადოებაკახა კალაძე ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ ხანძარზე: ძალიან მძიმე იყო დამწვარი ტერიტორიის კადრები, დაზარალებული ადამიანები და კარგად მესმის მათი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ექნებათ ფინანსური მხარდაჭერაც
ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ყველას თანავუგრძნობ 400-მდე დაზარალებულია. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არის ყოველდღიურ კომუნიკაციაში საინიციატივო ჯგუფთან და უმძიმესი მდგომარეობაა ა...
1746733055
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გულითადად ვულოცავ ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს. „გულითადად ვულოცავ ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა...
1746732791
საზოგადოებაკახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებას მივაღწევთ, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეს არის „ქართული ოცნება“
თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი...
1746732761
საზოგადოებაკახა კალაძე: წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ
წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE...