„შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება“ - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს! თქვენო უწმინდესობავ, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ.
ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა.
განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება.
თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის, შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც განცხადებაში.
1767539967
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრე...
1767537872
ახალი ამბებისროლა მარნეულში - დაშავდა ორი ადამიანი
მარნეულში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინ...
1767535834
მსოფლიოThe New York Times-ი: ვენესუელაში ტრამპის სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელაზე აშშ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - აღნიშნულის შესახებ The New York Tim...
1767534447
საზოგადოებასანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117...
1767530464
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის პრემიერი: მადუროს რეჟიმის დასასრულს არ ვგლოვობთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი დიდი ხანია ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ გლოვოს მის რეჟიმს, თუმცა ამავდროულად სტარმერი ხაზ...



























