შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს, სამართალდამცველების მიერ, ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი – 2002 წელს დაბადებული ა.მ., რომელმაც გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. ა.მ.ს- მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770360369

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელ...

დაკავება, პოლიცია

1770359833

ახალი ამბები

„ამოღებულია 30 შეკვრა მარიხუანა და საბრძოლო ვაზნები“ - თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშ...

„ამოღებულია 30 შეკვრა მარიხუანა

1770357949

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით...

ამინდი პროგნოზი

1770357469

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას განიხილავს. ახალი შეზღუდვების შემოღება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესზე იქნება დამოკიდებული,...

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

1770356404

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე: პრეზიდენტი დაესწრება ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნას - მისი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის

საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობას. ასევე იგი მიწვეულია იტალიის პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ მიღებაზე, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა...

შალვა გოგოლაძე: