სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:
შპს „კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);
ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
შპს „მიაო ჯია“ (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);
შპს „იომი 1977“ (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);
ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);
შპს „რ ნ ა ენთერფრაისი“, (მის: შ. ნუცუბიძის 2);
შპს „ალ მადინა კეივ“ (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);
შპს „იოკო აზია“ (კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);
შპს „ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ“, ჩინური რესტორანი „ბამბუ“ (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).
„კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
1770367310
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: 2023 წელს, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი, გახსოვთ, როგორი „მეორედ მოსვლა“ მოაყოლეს ამას - ახლა ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით გავაკეთებთ
ახლა უკვე ევროსაბჭო კონსულტაციებს ითხოვს ჩვენგან ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით გავაკეთებთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. იგი ამგვარა...
1770367257
ახალი ამბებიმახაშვილი: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებული პრობლემის აღიარება მოხდა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში - ევროპის კონტინენტზე ბევრი ქვეყანა დგას ამ გამოწვევის წინაშე
მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, ამ პრობლემის აღიარება მოხდა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში - ევროპის კონტინენტის მასშტაბით ბევრი ქვეყანა დგას ამ გამოწვევის წინაშე, - ევ...
1770367156
საზოგადოებაპაპუაშვილი: უკრაინული და მოლდავური გზა ჩვენი გზა არ არის, ჩვენ სხვა გზით მივდივართ - ჩვენი სახელმწიფოებრიობით, დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში
ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ დებატი გვქონდეს ნებისმიერ თემაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას - „ორი პოლიტიკური გაერთიანება - ხალხის ძალა...
1770367055
საზოგადოებაპაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა - ეს არის წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ აშშ-მა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ურთიერთობა საქართველოსთან
ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმი...
1770366671
საზოგადოებაფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა
ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმი...


























