პანამაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პანამაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ქვეყანა, წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბურ ნგრევასა და მსხვერპლს გადაურჩა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის კერა 12,6 კილომეტრის სიღრმეზე, დედაქალაქ პანამა-სიტიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობდა. უწყების შეფასებით, შესაძლოა მსხვერპლიც იყო.
მიწისძვრიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყანაში 40-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, პანამის არხმა და სპილენძის მაღარომ Cobre Panama მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, ხოლო ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა გააუქმა.
Reuters-ის ცნობით, პანამა-სიტის ცენტრალურ ბიზნესუბანში ოფისების თანამშრომლები ქუჩაში იყვნენ გამოსული და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამო სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
„ყველა შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ყველა გარეთ არის. ახლა მთავარი პრობლემა ისაა, როგორ დავბრუნდეთ სახლში“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს 37 წლის თანამშრომელმა ხუან სანჩესმა.
ქვეყნის პრეზიდენტი რაულ მულინო ქალაქ პენონომეში ჩავიდა, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრსა და დედაქალაქს შორის მდებარეობს. ქალაქში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, დაზიანდა ეკლესიაც.
მიუხედავად მიწისძვრის სიმძლავრისა, ამ დროისთვის დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ მხრივ, პანამა რეგიონში მომხდარი სხვა ძლიერი მიწისძვრებისგან განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდა: ივნისში ვენესუელაში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აგვისტოში კი კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, წერს სააგენტო.
1791573743
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა - „რადიშ თორდია - 90“ გაიხსნა. რადიშ თორდია XX საუკ...
1791570692
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...



























