სოზარ სუბარი: მკვლელობა, წამება, დაყაჩაღება, ქონების წართმევა და პარალელურად - გაშავება, ცილისწამება, ტყუილის ტირაჟირება, ეს ორი მანქანა მუშაობდა ერთდროულად და გურამ დონაძე იყო ამ სისტემის ერთ-ერთი სახე და ღერძი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ უფროსზე, გურამ დონაძეზე, ისაუბრა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის სისტემის სახედ მოიხსენია.

სოზარ სუბარის თქმით, გურამ დონაძე იყო ერთ-ერთი სახე და ღერძი იმ ტყუილის მანქანისა, რომელსაც სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემა ჰქონდა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ საქმეშიც, რომელმაც, ასევე, დადგა სცენარი თითქოს ავტომატები ჰქონდათ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს, როგორც ამ, ასევე იმ საქმეზე დადგა სცენარი და გადაიღო ტყუილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სანდრო გირგვლიანი გახდა რაღაც სვანურ დაჯგუფების შორის დაპირისპირების მსხვერპლი.

ზოგადად ეს იყო იმ სისტემის სახე, რომელიც მუშაობდა ერთდროულად ორი მიმართულებით, პარალელურად. მკვლელობა, წამება, დაყაჩაღება ადამიანების, ქონების წართმევები და პარალელურად გაშავება, ცილისწამება, ტყუილის ტირაჟირება. ეს ორი მანქანა მუშაობდა ერთდროულად და გურამ დონაძე არის ამის ერთ-ერთი სახე და ღერძი ამ ტყუილის მანქანის.

ვერ იქნებოდა ის ხელისუფლება მხოლოდ ტყვიით, წამებით ასეთი ძლიერი, რომ არ ყოფილიყო პარალელურად სიცრუის ტირაჟირების საოცრად აწყობილი სისტემა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს თუ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების, პრესის დატერორება და როგორ მუშაობდა სიცრუის მანქანა.

„ამიტომ ქალბატონო თეა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საბოლოო დასკვნაში ამის გამოკვეთა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორ ატერორებდნენ პრესას, როგორ ატერორებდნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, როგორ ართმევდნენ ტელევიზიებს მფლობელებს, როგორ გადადიოდა ეს ყველაფერი ერთ ხელში და როგორ მუშაობდა ეს სიცრუის მანქანა. პრეზიდენტის პრესსამსახურში იწერებოდა პრაქტიკულად ყველა ნიუსი. ირმა ნადირაშვილი იყო სწორედ ერთ-ერთი ტყუილის და სიცრუის მანქანის შემოქმედი, რომელიც წერდა ყველა ნიუსს და აბსოლუტურად ერთი და იგივე სიტყვებით გადიოდა ყველა ტელევიზიაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ

1746201087

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არგუმენტები, რომლებიც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ მიმართ გაგვაჩნია, საკმარისზე მეტია იმისთვის, რათა გერმანიაში არა თუ ვიღაცას განეცხადებინა, რომ ეს ექსტრემისტული, სადისტური პარტიაა, არამედ უკვე გარკვეული ზომები იქნებოდა გატარებული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხ...

პოლიტიკოსი