სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას: რომ გაწამეს, ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა, მთავარი მწამებელი, მეგის ქარდავა კი - მეორე ხარისხის ორდენით

„ის, რაც თქვენ გადაგხდათ, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის თავს გადახდენილი ისტორია, რომელიც რამდენიმე კრიმინალმა ჩაიდინა. ეს იყო სისტემური დანაშაული, რაც, მათ შორის, დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას განუცხადა, რომლის უფლებების შელახვის საქმეც სხდომაზე განიხილება. სუბარის თქმით, ეს რომ სისტემური დანაშაული იყო, ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ კოხტა კოდუასა და მეგის ქარდავას დაჯილდოება, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით, ხოლო 2012 წელს კი, ქარდავას ღირსების ორდენით დაჯილდოება, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების გამო.
„სისტემური დანაშაული რომ იყო, ამის დასტურად, კიდევ ერთხელ, მინდა გავიმეორო, რაც ადრეც მითქვამს: სწორედ მას შემდეგ, რაც თქვენ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამად მისჯილმა და განსასჯელმა მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა - უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, რომელიც მართლაც მხედრული მამაცობისა და განსაკუთრებული წვლილისთვის ენიჭებათ.
ამავე ორდენით დააჯილდოვა ზუგდიდის პოლიციის მაშინდელი უფროსი თენგიზ გუნავა, ანუ ის ადამიანი, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა. განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, იმავე დღეს, 2010 წლის 20 დეკემბერს, მეგის ქარდავა - ეს მთავარი მწამებელი, დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ხოლო, წლინახევრის შემდეგ, 2012 წლის 19 მაისს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა იგივე მეგის ქარდავა, შემდეგი ფორმულირებით: „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის“. ანუ, ადამიანების წამება იყო მისთვის განსაკუთრებული პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ღირსეული სამსახური სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1747141228
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე
ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრე...
1747140908
ახალი ამბებიშსს-ს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევ...
1747140346
ახალი ამბებიროდემდე შენარჩუნდება საქართველოში წვიმიანი ამინდები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს...
1747138259
საზოგადოებაანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში
ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმ...
1747138202
საზოგადოებაანა წითლიძე: ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია
ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლ...