სპეციალური პენიტენციური სამსახური: ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს, რომლის საპირფარეშოშიც 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება

 ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ბრალდებულ ნ.ბ.-სთან დაკავშირებით. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნ.ბ.-ს მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, პენიტენციური სამსახურისა და თანამშრომელთა საქმიანობის დისკრედიტაციას.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.

ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს - კლინიკა „ვივამედში“.

2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.

2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდადებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/1EURfZxpYP/?mibextid=wwXIfr

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749489884

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველების გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი და უპატრონოდ ძაღლის მიგდება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება

 ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველების გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი და უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი, - განაცხადა...

მამუკა მდინარაძე

1749488450

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა

 „გვინდა წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის...

მამუკა მდინარაძე

1749487190

მსოფლიო

მარკო რუბიო: უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი

 უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის - ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. „უცხოური დახმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზ...

მარკო რუბიო

1749485383

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია - ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ისინი იძულებული არიან თქვან, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი

 „კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია. ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომელსაც სინდისის ძალიან მცირე ნაწილი მაინც შერჩენიათ, ისინი იძულებული არიან, დღეს თ...

სოზარ სუბარი

1749485108

ახალი ამბები

საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა

 საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა. ფესტივალის დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართ...

საქართველოს კულტურის სამინისტრო