სუსი: არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, იყო დადანაშაულება ტერორიზმის მიმართულებით. დაწყებულია გამოძიება, განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით

ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.

„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772867581

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1981 წ...

ვსასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს

1772865407

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული...

დაკავება

1772863637

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან დღემდე მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. „შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ეპიკური მრი...

სამიზნე

1772829181

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? უკრაინელებისგან ახსნა-განმარტებას ვითხოვთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა. სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვს....

პიტერ სიიარტო

1772827839

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე იცის ჰორმუზის სრუტე გემებისთვის როგორ გახადოს უსაფრთხო

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე იცის ჰორმუზის სრუტე როგორ გახადოს უსაფრთხო გემებისთვის. ტრამპის თქმით, ომის დაწყებიდან შეერთებულმა შტატე...

ტრამპიტრამპი