ლევან მაჭავარიანი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: იგონებენ რაღაც აბსურდებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში - ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში
ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას - თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული სტატიებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომელთა ავტორები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ საქართველოში ირანული გავლენები მზარდია.
მისივე თქმით, საზოგადოება იმავე სცენარს ადევნებს თვალს, რაც უკრაინაში ომის დაწყების დროს ხდებოდა.
„იგივე სცენარს ვადევნებთ თვალ-ყურს, რა სცენარსაც ვადევნებდით, როდესაც უკრაინაში ვითარდებოდა ეს ტრაგედია; როგორ ცდილობდნენ ისინი, საქართველო რომ გაეხვიათ შარში - პირდაპირ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
ახლა ისინი იმავეს ცდილობენ ირანთან მიმართებით. იგონებენ რაღაც აბსურდებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. მათი ერთადერთი მიზანია ის, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში და ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას, თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
1772870009
საზოგადოებავოლსკი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე - რამდენად მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ მთელი ამ დეზინფორმაციული სტრატეგიის სათავეში ქართული გვარების მქონე ადამიანები არიან
სიცრუის გარდა, კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ეს არის მანიფესტაცია იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
1772868361
საზოგადოებასუსი: არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, იყო დადანაშაულება ტერორიზმის მიმართულებით. დაწყებულია გამოძიება, განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით
ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვად...
1772867581
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1981 წ...
1772865407
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული...
1772863637
მსოფლიოაშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან დღემდე მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. „შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ეპიკური მრი...



























