ჯაბა ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: „მხოლოდ ჩემები“
საინტერესოა, „გაძლიერებული შემოწმება“ რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ.
მისი თქმით, ალბათ, საქართველოს მოქალაქეებს საგანგებოდ შეუმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, არის თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო.
„ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, მათი საზღვრების კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ. საინტერესოა, „გაძლიერებული შემოწმება“ რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან; საგანგებოდ შეგვიმოწმებენ ე.წ. გულის ჯიბეს, გვიდევს თუ არა იქ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის ერთობლივი ფოტო, უკანა მხარეს რამე თბილი წარწერით ან ორი, ერთმანეთზე გადაბმული წითელი გულის ემოჯით; შეგვაერთებენ სიცრუის დეტექტორზე და დაგვისვამენ ორ საკვანძო კითხვას - გვჯერა თუ არა, რომ მაკრონის ცოლი კაცი არ არის? გვჯერა თუ არა, რომ მერცი პინოქიო არ არის?
პასუხების მიხედვით, მესაზღვრე გადაწყვეტს, ვართ თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შეშვების ღირსი. P.S. თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი გერმანიის, საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ პეტერ ფიშერისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: „მხოლოდ ჩემები“, - წერს ხუბუა X-ზე.
1772868361
საზოგადოებასუსი: არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, იყო დადანაშაულება ტერორიზმის მიმართულებით. დაწყებულია გამოძიება, განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით
ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვად...
1772867581
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1981 წ...
1772865407
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული...
1772863637
მსოფლიოაშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან დღემდე მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მათ 3 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. „შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ეპიკური მრი...
1772829181
მსოფლიოპიტერ სიიარტო: რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? უკრაინელებისგან ახსნა-განმარტებას ვითხოვთ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა. სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვს....



























