თბილისის მერია 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის კლუბს ხსნის

60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 10 ოქტომბრიდან თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდება.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ პარალელურად, რაც 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესს დარბაზების მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს, თბილისის მერია მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ხსნის.
მერიის ცნობით, პროექტი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით ხორციელდება.
„60+ კლუბი“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.
მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული.
საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა – ვარჯიში, ხატვა და მუსიკა.
კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას – ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებსაც მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს.
„60+ კლუბი“ მსურველებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* სააპელაციო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა
1757694265
ახალი ამბები„სკოლის ანგარიშიდან 2 161 806 52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო“ - დაკავებულია სკოლის ბუღალტერი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს...
1757692009
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...
1757688355
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...
1757687990
მსოფლიოჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...