თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

„ბევრჯერ მითქვამს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება დავუდგებით გვერდით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რამდენი დახმარებაა გაცემული ჩვენი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ - სხვადასხვა სოციალური პროგრამები გვაქვს, ოპერაციებს ვაფინანსებთ და ა.შ.

თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კი ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთოდეს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;

ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;

ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;

კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;

კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;

სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754476039

საზოგადოება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

მზია ამარლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუ...

მზია ამაღლობელ

1754475268

საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიურო: ყადაღა ვრცელდება „ლელო საქართველოს“ არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს

აღსრულების ეროვნული ბიურო „ლელო საქართველოს“ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ „ლელო საქართველოს“ მი...

აღსრულების ეროვნული ბიურო

1754474957

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: შიდა ქართლში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ

შიდა ქართლის რეგიონში მოვინახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან ახლოს სოფელ დვანში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი. ჩვენ მაქსმიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეგ...

რევაზ სოხაძე

1754474745

საზოგადოება

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა...

ცესკოცესკო

1754473805

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: „მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არ აქვს

„მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯ...

ლევან მახაშვილი