თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: გვიღალატეთ, გაიქეცით, რუსი ხარო მე მეუბნებით, რუსეთში განათლებული კაცი

გავიგეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ, გვიღალატეთ, გაიქეცით, ყველაზე ცუდები გგონივართ, რუსი ხარო მე მეუბნებით, რუსეთში განათლებული კაცი და ა.შ. - ეს გავიგეთ, მაგრამ, თქვენ ამბობთ, რომ ბატონმა ელგუჯამ [ადგილობრივმა] აქ იცრუა. იცრუა თუ არ იცრუა? - ეს კითხვა დაუსვა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხზე საუბრისას.

თეა წულუკიანის თქმით, ჩორჩანას მეზობლად მცხოვრებმა ელგუჯა ხარაზიშვილმა, საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, რომ საგუშაგოს განთავსების შემდეგ, ტყით, რომელშიც სოფლის მოსახლეობა თავისუფლად შედიოდა, ვეღარ სარგებლობენ.

„აქ მოვიდა ელგუჯა ხარაზიშვილი, იქ [ჩორჩანასთან] ცხოვრობს ეს კაცი, როცა ამ კაცმა თქვა, მას მერე, რაც ეს საგუშაგო ჩაიდგა - საუბარი თქვენ მიერ იქ ჩადგმულ საგუშაგოზე, ამ ტყეში, რომელიც ძველად საკოლმეურნეო ტყე იყო, მანამდე შევდიოდით, სოფელი ვსარგებლობდით და ამ საგუშაგოს ჩადგმის მერე ვეღარ შევდივართო. შესაბამისად, თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა?“ - მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.

„არ მითქვამს და და არ ვიტყვი არასოდეს, ბატონი ელგუჯა, თქვენგან გასხვავებით ღირსეული ადამიანია.“ -აღნიშნა გახარიამ, ხოლო, თეა წულუკიანის დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ, „ანუ ვეღარ შედის [ტყეში] თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის მერე“, გახარიამ უპასუხა: „ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751479505

საზოგადოება

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

საგამოძიებო კომისია

1751479144

ახალი ამბები

თბილისში კაცმა მეზობელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...

დაკავება, პოლიცია

1751478250

საზოგადოება

გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

გახარია თეა წულუკიანი

1751478217

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...

 გურამ დავითაშვილი

1751476342

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...

ვბჰ