თეა წულუკიანი: მივდივართ იქამდე, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო შიდა საქმეებთან დაკავშირებით

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო.

„ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით.

ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ელჩები, 2012 წლიდან დღემდე, ერთი ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, იმ სისხლს, რომელიც თავისუფლების ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმის, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ

1746201087

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არგუმენტები, რომლებიც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ მიმართ გაგვაჩნია, საკმარისზე მეტია იმისთვის, რათა გერმანიაში არა თუ ვიღაცას განეცხადებინა, რომ ეს ექსტრემისტული, სადისტური პარტიაა, არამედ უკვე გარკვეული ზომები იქნებოდა გატარებული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხ...

პოლიტიკოსი