თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ

რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.

„მე საჯაროდ პირველად მეძლევა შესაძლებლობა, რომ ყველას მოგისამძიმროთ დიდი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალება და ეს უდიდესი დანაკარგი ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ რთულ ფაზაში შევდივართ, იმ გაგებით, რომ ყველა არის, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად დაძაბული იმის თაობაზე თუ რა იქნება შემდეგ. მაგრამ საერო ხელისუფლების ვალია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს შევძინოთ მაქსიმალური სიმშვიდე. თუმცა ვხედავთ და არც გვიკვირს, რომ ბინძური კამპანიის მცდელობები არის. ესეც არ არის ახალი, თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანა, რომ 42 წელია რაც მთავარი სამიზნეოვარ. მან თავად იცოდა, რომ იყო სამიზნე და არც თუ უსაფუძვლოდ. რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775074343

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ

ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართვე...

თეა წულუკიანი

1775074315

საზოგადოება

წულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი

„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორ...

თეა წულუკიანი

1775074290

საზოგადოება

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ

ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახ...

თეა წულუკიანი

1775074229

საზოგადოება

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი

ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედე...

თეა წულუკიანი

1775074187

საზოგადოება

თეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია

„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლ...

თეა წულუკიანი