წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ
ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს, სადღაც არ მოსწონდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - მცდელობაა ცალკეული მეუფეების დისკრედიტაციის, მათ შორის პატრიარქის მოსაყდრის და მსგავსი ტიპის დისკრედიტაციის კამპანია არ გვახსოვს. ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შესაძლოა ქვეყნის გარედანაც მონაწილეობდნენ?
„ალბათ ორივე უნდა ვივარაუდოთ. შესაძლოა შიდა ძალები, დასუსტებული, რეპუტაციუაშელახული ძალები, ზოგი თავისით მოქმედებდეს, ანდა ისინი უნდა ასრულებდნენ გარე ძალების დავალებებს. სწორედ ილია მეორის თაოსნობითა და სხვა დიდი ქართველების ხელშეწყობით შემოვიმტკიცეთ ავტოკეფალია. ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს, სადღაც არ მოსწონდეთ. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიქცეოდეთ ამ დღეებში, სანამ ჯერ კიდევ არ გვყავს ახალი პატრიარქი და მივყვებოდეთ იმ ადამიანს ვინც თვითონ პატრიარქმა გამოარჩია სიცოცხლეში. ილია მეორეს გარდაცვალებამ დაამტკიცა, რომ ერის დიდ უმრავლესობას ესმის, რომ ქართული, მართლმადიდებლური ეკლესიის გარეშე ჩვენ არ ვართ ძლიერნი, ამიტომაც ყველას მე მოვუწოდებდი მაქსიმალური სიფრთხილისკენ თითოეული შეფასებისას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა ასევე უპასუხა კითხვას - რა ღირებულებითი არჩევანი გააკეთა საზოგადოებამ ამ დღეების განმავლობაში?
„იმდენი რამ აქვს ქართველებს გამოვლილი, რომ რთულ მომენტებში ის სწორ გზას თვითონ პოულობს. ეს თითქოს რაღაცნაირად გენეტიკაში აქვს ჩვენს ხალხს. როდესაც რთული სიტუაციაა, მით უმეტეს მსოფლიოში, ჩვენ ყოველთვის თავშესაფარს ვპოულობდით და ვპოულობთ ეკლესიის წიაღში. ვისაც არ უნდა ეს არ მოსწონდეს, ეს არის ასე და ილია მეორეს გარდაცვალების მომდევნო დღეებმაც აჩვენა, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება; ყველამ ვნახეთ, რომ იმ დიდ რიგში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია გაჭირვების ჟამს იმ კერად დარჩება მომავალშიც, სადაც ჩვენ ნუგეშს, თავშესაფარს ვიპოვით და საიდანაც მივიღებთ ძალას იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობის მომფრთხილებლები და შემნახველები დავრჩეთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და იმ ძალებს, რომლებიც არ ისვენებენ, ყოველთვის საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ. პატრიარქი ნერგავდა სითბოს, სიყვარულს, ის იყო ნუგეში. ის იყო დემოკრატი ბუნებით, რაც ნიშნავს იმას, რაც ჩვენს ეკლესიას მუდმივად ახასიათებდა, ანუ განსხვავებული აზრებისადმი შემწყნარებლობა. ჩვენ ვნახეთ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები როგორ მიაგებდნენ მას პატივს და არა მხოლოდ ისინი, ყველა კონფესიის წარმომადგენელი და თითოეულ მათგანს მე მინდა მადლობა გადავუხადო. ეს გაგრძელდება ახალი პატრიარქის პირობებში, მთავარია მივცეთ პროცესს ის რაც სჭირდება, გარედან სიმშვიდე და პატივისცემა“, - განაცხადა წულუკიანმა.
1775074343
საზოგადოებათეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართვე...
1775074315
საზოგადოებაწულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორ...
1775074229
საზოგადოებათეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი
ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედე...
1775074187
საზოგადოებათეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლ...
1775074155
საზოგადოებათეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მ...


























