თენგიზ შარმანაშვილი: უნდა დავუბრუნდეთ ფორმატს, სადაც არგუმენტების გაცვლაა და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს
„უნდა დავუბრუნდეთ ფორმატს, სადაც არგუმენტების გაცვლაა და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, უნდა დასრულდეს არა არგუმენტირებული და შეურაცხმყოფელი საცირკო სანახაობების ფორმატი.
„ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ მონოლოგურ რეჟიმს. ძალიან რთულია, როდესაც ერთ აზრს მოისმენ, რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იქვე არ ხდება ოპონირება და სამი-ოთხი საათის შემდეგ განსხვავებულ აზრს მოისმენ და მერე შეიძლება გაგრძელდეს ამის შეჯერება ერთმანეთთან. კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ სხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობაზე. ეს რა თქმა უნდა, უნდა წარიმართოს მართლაც ისეთ ვითარებაში, სადაც არგუმენტების გაცვლაა და ხან არგუმენტების გაბათილებაა ერთმანეთის მოსაზრებებზე. ხანდახან დათანხმებაც კი შესაძლებელი იქნება და არა ურთიერთშეურაცხყოფის და საცირკო სანახაობების დადგმის ფორმატში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.
1769159178
საზოგადოებასაქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი - 24-25 იანვრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალ...
1769158309
მსოფლიოურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი ერთობლივი ინვესტიციები გრენლანდიის უსაფრთხოებაში არასაკმარისი იყო, ამიტომ ახლა ამ მხრივ ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს
ევროკავშირის საგანგებო სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება საინვესტიციო პაკეტი გრენლანდიისთვის და...
1769157296
მსოფლიოSpiegel: გერმანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა
გერმანიის მთავრობამ რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ გერმანიაში მცხოვრები, წარმომ...
1769156534
მსოფლიოტრამპი: იქნებ შეგვემოწმებინა ნატო - გამოგვეყენებინა მეხუთე მუხლი და ნატო ჩამოგვეყვანა აქ, რათა ჩვენი სამხრეთ საზღვრები არალეგალი მიგრანტების შემოსევებისგან დაეცვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა ნატოს შესთავაზა ჩავიდეს ამერიკაში და სამხრეთ საზღვარი არალეგალი მიგრანტებისგან დაიცვას. „იქნებ შეგვემოწმებინა ნატო: გამოგვეყენებინა მეხუთე მუხლი და ნატო ჩამოგვეყვანა...
1769155907
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, მსოფლიო ბანკის და ბრიტანული კომპანიის ექსპერტებს შეხვდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური მსოფლიო ბანკის და წყლის რესურსების მართვის სფეროში ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის HR Wallingford ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს...





























