კახა კალაძე: ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით

 „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განაგრძობს წინასაარჩევნო შეხვედრებს. დღეს, კახა კალაძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.

დედაქალაქის მერმა შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წელში გაგრძელდება ისეთივე პროექტების განხორციელება, რომ მოსახლეობისთვის მეტი კომფორტი შეიქმნას.

„ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით. ჩვენი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით, მასშტაბური სამუშაოებით შესაძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა. ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია-განახლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომ დედაქალაქში გადაადგილება ყველაზე სწრაფი იყოს. რვა წლის განმავლობაში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განვაახლეთ. ხომ გახსოვთ, როგორი გაუბედურებული ტრანსპორტი დადიოდა თბილისში, რა მდგომარეობაში იყო გამზირები, ქუჩები. ცხადია, ჯერ ყველგან ვერ მივედით, მაგრამ წინ გვაქვს მასშტაბური გეგმები განსახორციელებელი, რათა გაგრძელდეს თბილისის განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარების პროცესში.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - არ არის მხოლოდ ჩვენი საარჩევნო სლოგანი. ჩვენი ყოველდღიური გადადგმული ნაბიჯები ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რადგან სხვანაირად ვერ იქნება ქალაქის განვითარების გეგმებზე საუბარი. ჩვენ ვემსახურებით ქართველი ხალხის ინტერესს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს არის ის თავისუფლება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლისა და ბრძოლის ფასად მოიპოვეს და ამას გაფრთხილება სჭირდება ყოველდღიური მუშაობით და თუნდაც ბრძოლით. თავისუფლებსა და დამოუკიდებლობაზე ძვირფასი არაფერია.

პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, არის პროქართული. ჩვენ ვემსახურებით, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მათ ინტერესებს ვიცავთ, რათა ვიღაცამ გარედან თითის დაქნევით არ გვესაუბროს. ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება მიუღებელია. ჩვენს წინა თაობებს ამისთვის არ უბრძოლიათ. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, თანამოაზრეები, მაგრამ ვიღაცამ თითი გვიქნიოს და დაგვავალოს ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს, ეს მეგობრობა არაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757851804

საზოგადოება

ირაკლი ტაბლიაშილი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე: თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, მიჰყევი საზღვრამდე, გაიტანონ რუსეთში და ააფეთქონ

 ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოში „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება. „თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, გაიტანონ, მიჰყევ...

ირაკლი ტაბლიაშილი

1757850473

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლებაც

 იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლე...

თორნიკე ჭეიშვილი

1757848414

საზოგადოება

პროკურატურა: ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული

 საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს...

პროკურატურა

1757847591

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ზამთარს გამოვიყენებთ პროექტირებისთვის და გაზაფხულიდან დავიწყებთ აბასთუმნის რეაბილიტაციის ახალ ეტაპს

 გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა აბასთუმანში, სადაც განვიხილეთ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები, ასევე ვიმსჯელეთ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, დავსახეთ პრიორიტეტები. ზამთრ...

რევაზ სოხაძე

1757845951

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შე...

გიორგი კალანდარიშვილი