ცესკო: ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ

„ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ანგარიშში და არც ეუთოს რეზოლუციაში საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს ეუთოს რეზოლუცია.

„ეუთოს რეზოლუციაში, ისევე, როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში, საუბარია მხოლოდ გარკვეული სახის დარღვევებზე და არა არჩევნების გაყალბებაზე. აქვე უნდა ითქვას, თუ ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ცხადად ვნახავთ, რომ დარღვევებზე/ხარვეზებზე საუბარი ყველგან გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ ახდენდნენ გავლენას არჩევნების შედეგებზე. საქართველოში გამოვლენილ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია მთავარზე - ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და არჩევნების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ, მედიის საშუალებით, თავადაც ნახა ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება ეუთოს ასამბლეაზე, რომ მოსახლეობის ნება ასახულია არჩევნების შედეგში.

ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს.

გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებენ, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ეუთოს ანგარიშებით სპეკულაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად რამდენიმე დღის წინ ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლითაც ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ქალბატონი ლომჯარია აღნიშნულ არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ სახელით აკვირდებოდა, რომელმაც არჩევნების შემდგომ არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელა. მისიის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ამ არჩევნებზე მრავალჯერად ხმის მიცემას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ასეთ მძიმე ბრალდებებს თან ახლდეს დამაჯერებელი და გადამოწმებადი მტკიცებულებები, რასაც ამ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი და ვერც ექნებოდა. შესაბამისად ფაქტია, რომ მათი, როგორც სადამკვირვებლო მისიის ქმედება, ცდება ობიექტური შეფასების ფარგლებს და ემსახურება არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, არამედ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას და დეზინფორმაციის გავრცელებას.

ცესკო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქმიანობს მიუკერძოებლად, კანონიერად და ობიექტურად. ამავდროულად, მკაცრად გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას. საარჩევნო ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ უსაფუძვლო განცხადებას და საზოგადოებას მიაწვდის გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751879474

ახალი ამბები

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იტალიის ელჩთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მხარეებმა იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებ...

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

1751879325

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ალბათ ჰგონიათ, რომ არჩევნები არ უნდა იყოს და წალენჯიხის მერიის დღევანდელი შემადგენლობა არჩევნების გარეშე უნდა იყოს და იყოს უსასრულოდ. თავში რა უტრიალებდათ, ვერ ვხვდები საკუთარი თავის მხილების განცხადება რომ დადეს

ალბათ ჰგონიათ, რომ არჩევნები არ უნდა იყოს და წალენჯიხის მერიის დღევანდელი შემადგენლობა არჩევნების გარეშე უნდა იყოს და იყოს უსასრულოდ. თავში რა უტრიალებდათ, ვერ ვხვდები საკუთარი თავის მხილების განცხადე...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ

1751877862

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი

შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძ...

შალვა პაპუაშვილი

1751877817

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ არა, არაფერ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის

უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება რა თქმა უნდა მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტა მტრობს ქართველ ხალხს. ის, რომ მისი მოქალაქე აქ, არჩევნებში ჩართული იყოს, რა თქმა უნ...

შალვა პაპუაშვილი

1751877110

მსოფლიო

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 82 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია. კერის ოლქში, მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანული საზაფხულო ბა...

ტეხასში წყალდიდობა