ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს.
ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს პირველად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სერტიფიცირების გამოცდა მათთვის გასაგებ ენაზე, 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ საგამოცდო ცენტრებში ჩაებარებინათ. აღნიშნული გამოცდების ორგანიზების მიზნით, ცესკომ ტესტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა უზრუნველყო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საინფორმაციო მასალები. ისაუბრეს იმ სერვისებზეც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საინფორმაციო აქტივობების ერთობლივად განხორციელების საკითხები. საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი მაია ზარიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი/ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, ხოლო საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მხრიდან ორგანიზაციის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი და ორგანიზაციის წარმომადგენლები გიორგი გულიაშვილი და ჯული გიორგაძე ესწრებოდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციას და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს. აღნიშნული ორგანიზაცია ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრიცაა.
1746378351
სპორტისაქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა
აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025“ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2...
1746377051
ახალი ამბებიცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შეს...
1746376855
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ილია მეორეს ესტუმრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ე...
1746372847
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს, თანამდებობაზე დარჩენის გახანგრძლივების მცდელობის გარეშე. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში გან...
1746372485
ახალი ამბებიაპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა
მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა. დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურ...