წმინდა სინოდმა ილია მეორე გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას ისაუბრა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ეს არის განსაკუთრებული ჯილდო საქართველოს ეკლესიის სიტორიაში, რომლითაც აქამდე არავინ დაჯილდოებულა, რაც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლის გამოხატულებაა.

„სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას, ასევე თქვენი ლოცვით დაგვირგვინდა ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებით გამოხატულებაა წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართმადიდებლული ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომლითაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774176523

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი დედაეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი, ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“

„ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტი...

ირაკლი კობახიძე

1774175732

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი: დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა - ყველა ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა

დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით...

ბიძინა ივანიშვილი

1774175402

საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი

ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი, - განაცხადა კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპ...

მსოფლიო პატრიარქი

1774175244

საზოგადოება

მოსაყდრე შიო: ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა - ხალხი უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების ტაძრისკენ. განსაკუთრებული მადლობა გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება

ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა - 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი...

 პატრიარქი ბართლომეოს I

1774175095

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ილია II-მ შეძლო შეუძლებელი - როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი

მან შეძლო შეუძლებელი - როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი...

შალვა პაპუაშვილი