"უსამართლობის გრძნობას მხოლოდ ის კი არ იწვევს, ვანოს ცოლის კაპრიზებით ადამიანებს რომ ჩაგრავდნენ, არამედ ირაკლის ცოლისა და დათოს ცოლისთვის რომ დაუმსახურებელი პრივილეგიები არსებობს ესეც" - სოფიო ხორგუანი პრემიერის ცილისთვის ტყის გადაცემაზე
უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის, ნანუკა თამაზაშვილისთვის დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ტყით, 49 წლის ვადით გადაეცემის საკითხს ეხმაურება:
"საქართველოს მთავრობა უსამართლობის გრძნობას მხოლოდ ის კი არ იწვევს, ვანოს ცოლის კაპრიზებით ადამიანებს რომ ჩაგრავდნენ ან უპატრონო კოჭოია გაუპატიურების შიშით ტერორისტობას აღიარებდა, ირაკლის ცოლისა და დათოს ცოლისთვის რომ დაუმსახურებელი პრივილეგიები არსებობს და ვინც პატრონს იპოვის, სასჯელს თავს დააღწევს, ესეც.
ცოლს, რომ სტატია არ მოეწონა და ააღებინებ, მერე ტყესაც გაუფორმებ, მერე მის კომპანიას აუქციონს მოაგებინებ, მერე კიდევ სხვა და სხვა.
საერთო სიკეთეებით სარგებლობის უფლება თანასწორი უნდა იყოს და პრივილეგიებიც დამსახურების მიხედვით უნდა იყოს და კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს.
მარტივია", - წერს ხორგუანი.
ცნობსთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით გადაეცა. როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა. ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა.
სხვა სიახლეები:
🔳 მიხეილ სააკაშვილი: მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























