მიხეილ სააკაშვილი: მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის, ნანუკა თამაზაშვილისთვის დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ტყით, 49 წლის ვადით გადაეცემის საკითხს ეხმაურება:

"მე გავიზარდე ბაკურიანში.

რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა.

მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა.

თან ტიტუშკების ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო.

რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?!

ნაციონალებმა მეტი წაიღესო.

რა ვიცი, მე ვიყავი ამ ნაციონალების ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით გადაეცა. როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა. ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა.

სხვა სიახლეები:

🔳 კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს

🔳 "ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას" - რა ინფორმაციას აქვეყნებს რატი იონათამიშვილი

🔳 "ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი. იყავით მშვიდად" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თენგიზ ცერცვაძე

🔳 "არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარია" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795846497

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი ამინდი

1795811954

მსოფლიო

„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

 გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...

გაეროს მდივანჯ

1795808573

ახალი ამბები

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   ღონისძიე...

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე: