"ვაფასებთ და მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა" - სამოქალაქო საზოგადოება კარლ ჰარცელს ღია წერილით მიმართავს
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ღია წერილით მიმართავს და საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონო ჰარცელ,
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან - და პირადად თქვენგან.
თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში - ასევე უკრაინაში.
ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას - იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.–
განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში - სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით.
მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
ღია საზოგადოების ფონდი
სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)
საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
დემოკრატიის ინდექსი
საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო იდეა
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) "
კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
ამავე თემაზე:
* კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე ვიდეომიმართვას ავრცელებენ - "საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი"
1776437563
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტე...
1776437079
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს განათლე...
1776436808
ახალი ამბებითბილისში, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მისი დაჭრის მოტივი. როგორც ახალი ამ...
1776435064
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა. მინისტრის განცხ...
1776434764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭე...































