ვახტანგ ცინცაძე: გაზრდილი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე სარეიტინგო კომპანია „S&P ”-ს მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის და პერსპექტივის დადასტურება ხაზს უსვამს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „S&P”-მ საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, გაზრდილი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე აღნიშნული პერსპექტივის დადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.
„ასევე სარეიტინგო კომპანია თავის შეფასებაში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგი განპირობებულია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდით, მთავრობის ვალის ზომიერი დონით, საერთაშორისო რეზერვების შევსების დინამიკით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „S&P ”-მ ასევე გაზარდა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 5.7%-დან 7.1%-მდე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - 2025 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. სექტორების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა ფიქსირდება ტურიზმის, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.
„რა თქმა უნდა, სარეიტინგო სააგენტოს ასეთ შეფასებას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, ერთი მხრივ, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს, მეორე მხრივ კი მიმდინარე მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
S&P-ს რელიზში ასევე ხაზგასმულია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-ის დონეზე იქნება, საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ვალი 34%-ზე დასტაბილურდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი წელს 4.1%-მდე შემცირდება (2024 წლის 4.5%-დან). რელიზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება ძირითადად მოხდება სტაბილური წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, განსაკუთრებით - ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სექტორებში.
„შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 და შემდგომ წლებში საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
1754739391
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ქვეყანა ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P...
1754739339
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომი...
1754737378
საზოგადოება2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებ...
1754735585
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ცენტრები ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულად მზად არიან
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს - პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისა...
1754734275
საზოგადოებასაგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუ...