ვახტანგ ცინცაძე: გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%, ხოლო იანვარ-აპრილში 8.8% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა ამჯერადაც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.
„აპრილში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში. ასევე ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები - აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 616 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ზრდის მაჩვენებელი 41%-ით განისაზღვრა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და გაგრძელდება. როგორც ის აღნიშნავს, მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურადაც ლიდერი ქვეყანა იყოს მომდევნო წლების განმავლობაში.
ასევე რეკორდულ ნიშნულზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე საკმაოდ მაღალია ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტემპი და კერძოდ, მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 8%-მდე ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
მთავრობა ასევე აგრძელებს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას და საბოლოო ჯამში ქვეყანაში პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება. ეს, რა თქმა უნდა, აისახება როგორც მოსახლეობის დასაქმებაში, ისე შემოსავლების ზრდაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
1748714976
საქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...
1748710793
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს
გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...
1748708135
საზოგადოებაპირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...
1748704744
ახალი ამბებისპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...
1748702647
ახალი ამბებიმაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ
ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...