ვერა და ვერ ვხდები რატომ ბრაზობს საზოგადოება გუკა რჩეულიშვილზე. კოკასა შიგან რაცა დგას, ბატონებო, კოკასა შიგან! - დარეჯან მეფარიშვილი გუკა რჩეულიშვილზე

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვერა და ვერ ვხდები რატომ ბრაზობს საზოგადოება გუკა რჩეულიშვილზე.
კოკასა შიგან რაცა დგას, ბატონოებო, კოკასა შიგან!
📌ოჯახმა ნახევარი თბილისი გაქურდა – გამწარებულ ხალხს, მათთვის რჩეულიშვილებისგან მოპარული ქონება, თბილისის მერიამ, მხოლოდ კახა კალაძის დროს, დაუბრუნა.
📌 ქურდმა გაზარდა ჩამპალი ნარკომანი!
“13 წლიდან ვიღებდი ნარკოტიკებს. ეს 90-იანი წლების
პერიოდი იყო, მაშინ ქუჩის ბიჭები მოსწონდათ გოგოებს, ქუჩის ბიჭები კი ნარკოტიკებს მოიხმარდნენ, ამიტომ
დავიწყე”.
რამდენმა გამოიარეთ 90-იანი წლები? ახლა ხვდებით რატომ არ მოწონდით გოგოებს? 😉
📌 ჩამპალმა ნარკომანმა, ციხეში მჯდომ გიგი უგულავას, ცოლი აახია. პატიმარს!
“მარტო მივედი ერთ-ერთ კლუბში, თვითონ [ლელა კილაძე] იყო თავის მეგობრებთან ერთად. ჩავეხუტე და ისე სხვანაირად ჩავეხუტე, მივხვდი, რომ ჩემთან იქნებოდა.
მაშინ მე ცოლი მყავდა და მას – ქმარი. მორალურ მხარეზე არ მინდა ლაპარაკი. თუმცა არსებობს ასეთი გამონათქვამი: ის სიყვარული და ქორწინება შეიძლება შედგეს ბედნიერად, როდესაც მისი მონაწილეების ერთად ყოფნის
წინააღმდეგია საზოგადოებაო”.
📌 ის, რომ კაცმა უღალატა პირველ სიყვარულს, ცოლს, მისი შვილების დედას, ეს “არაფერია”. თურმე, გუკა პატიმრის ცოლისკენ იმიტომ “გაიქაჩა”, რომ საზოგადოება მსგავსი ბედნიერების წინააღმდეგია და მან, “ახალმა ქართველმა” საპირისპირო დაუმტკიცა ერს.
📌 “გიგი ძალიან ცოტა ადამიანთა სიაში შედის, ვისთანაც შერცხვენილი ვარ. მეგობარი არ იყო, მაგრამ ვიცნობდი და გარკვეული ურთიერთობა გვქონდა”.
აი, ესაა გუკას აზროვნების “ზენიტი”.
📌გუკა, ლელა კილაძეს თუ დავუჯერებთ, “საინტერესო ადამიანია”. ეს გამოიხატება იმაში, რომ გუკა არის მოხეტიალე ადამიანი, მოგზაური, იუმორის გრძნობა აქვს და “გუკასთან სხვანაირადაც გაერთობა ადამიანი”.
ფერი ფერს იქით იყოს და რას ერჩის რჩეულიშვილების “ბაჯაღლოს” საზოგადოება, რომელსაც გუკამ “ბედნიერების ფორმულა” “უფეშქაშა”, ვერა და ვერ მივხვდი.
კაცი გოგოებს ნარკოტიკებით, პატიმრისთვის ცოლის აწიწკნით და სხვანაირად გართობით აწონებდა და აწონებს თავს და რას სთხოვთ?
📌რა იცის ჩამპალმა ნარკომანმა, რომელისთვისაც პატიმრისთვის ცოლის აგლეჯა, საკუთარი შვილების დედისთვის ღალატი ბედნიერებაა, ვინაა დავით აღმაშენებელი?
📌13 წლისა “წამალზე” “იჯდა”, სად ეცალა წიგნისთვის და მითუმეტეს, ისტორიისთვის? წაიკითხა, ალბათ, აქ, სოცქსელში, “ვინცხა” დავითი რომ არსებობდა დიდი ხნის წინ, აღმაშენებელი რომ უწოდა ხალხმა. მიხვდა დიდი ვიღაც იყოო. გიგისთან არ აწუხებს მორალური მხარე, თორემ ხომ შეიძლება ლევანთან აკავშირებს “მძაფრი შეგრძნებები”?
📌ჰოდა, გადაეფარა, ის ხომ “დინების საწინააღდეგოდ ცურავს”.
📌აცალეთ გუკას, მის ნარკოტიკებში მოხარშულ ტვინში, როგორც იქნა “მორალურმა მხარემ” გაიღვიძა და ნუ ჩაქოლავთ. იზრდება ბიჭი, ყალიბდება, გზაზე დგას და ნუ დააბნევთ, ხელს ნუ ჰკრავთ, თორემ ხვალ წამლის დოზა მეტი რომ მოუვიდეს, თქვენ დაგბრალდებათ.
📌 მეგობრებო, დავით აღმაშენებელი ვერც გუკას ნათქვამს გაიგებს და ვერც თქვენსას, ვერც ამ სტატუსს წაიკითხავს და ჩამპალი ნარკომანი “რაცხას” რომ წამოროშავს, “ამიზდა” ნუ გააცდენთ დროს.
გაიხედეთ ფანჯრებიდან, კატასტროფულად იზრდება ფასები, შრომის ანაზღაურება კი ხელფასის აღების მეორე დღეს “ჩაილურის წყალს სვამს”.
📌 გუკას რა ენაღვლება, მაგის ოჯახმა იმდენი “მოქაფა”, კიდევ მრავალი წელი “სუფთაზეც” “იჯდება”, ცნობად პატიმრებს ცოლებსაც აახევს, მერე ამ ქალებზე, ისე, როგორც ლელა კილაძეზე, იძალადებს და მორალური მხარე არ შეაწუხებს.
📌და, მერწმუნეთ, ბუზსაც არავინ აუფრენს!
📌კოკასა შიგან რაცა დგას, ბატონებო, კოკასა შიგან!”
შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილმა გუშინ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, დავით აღმაშენებელს აგინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვიაროთ ევროპისკენ უკანმოუხედავად - გია ცაგარეიშვილი
🔵დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ 46 წლის კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა - მკვკლელობა ასპინძაში
1754572458
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდად ვწუხვართ რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი იონ ილიესკუს გარდაც...
1754572321
ახალი ამბებიმუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ფერდობზე ბალახს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
1754570907
ახალი ამბებირომის პაპი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს
რომის პაპი ლეო XIV საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს. „მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...
1754569610
საზოგადოებამოსკოვი და სოხუმი კოდორის ხეობაში გზების აღდგენას გეგმავენ
რუსეთის ფედერაცია და სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი კოდორის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კ...
1754569002
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭო...