ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - მიხეილ სააკაშვილი
ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას ხელისუფლების უზურპატორებისთვის არ აპირებს.
„ბევრი მოთხოვნაა, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. პირველ რიგში, ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასაგებია, ეს დაახლოებით ისეთი სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისი აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, ხომ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად და არაგულწრფელად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, მოგისმინოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე - დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი. ბოდიშს მე არავისთან არ ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას, მაგრამ, ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს იმისთვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე, ყველგან, სადაც მივიდოდი ან იმსახურებდა კარგად დახვედრას იმიტომ, რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსეთისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან,“- განაცხადა სააკაშვილმა.
ამავე თემაზე:
1793048134
საზოგადოებასააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს ჩვენი ჯარების კოორდინატებს გადასცემდა - ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომიდან სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას...
1793047459
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გადაცემაში „დებატები“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვაზე საუბრობს. ქადაგიშვილის განცხადებით,...
1793046073
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს, ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს
„ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭირო არის, რომ ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა,...
1793044906
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, ნებისმიერი პროცესი ქუჩაში გადაჰყავთ და შემდეგ აგრძელებენ ხელოვნური საბოტირების შექმნას, რომ რაღაცნაირად ქვეყანა უკან დახიონ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატები“ განაცხადა, რომ ოპოზიციამ, რომელმაც 2024 წლის არჩევნებზე 61 მანდატი მიიღო,...
1793043922
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიც საკმარისია მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის
პარლამენტის ფრაქცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გადაცემაში „დებატები“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვაზე საუბრობს. ლე...


























