ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიც საკმარისია მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის
პარლამენტის ფრაქცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გადაცემაში „დებატები“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვაზე საუბრობს.
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებენ.
მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წარსულში, ისე ახლა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
„ჩვენ შეგვიძლია საკითხი ორადაც დავყოთ, არის პერიოდი, როდესაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იყო უშუალოდ ხელისუფლებაში და არის პერიოდი, როდესაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარმოდგენილი ე.წ. ოპოზიციის სახით.
როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ის მტკიცებულებები, რაც წარდგენილი გვაქვს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ისიც კი საკმარისია, საბოლოო გადაწყვეტილება დადგეს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ის მტკიცებულებები, რაც წარდგენილი გვაქვს უშუალოდ მათი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც კი საკმარისია, სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, რომ გადაწყვეტილება იყოს ისეთი, რისი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ უნდა დაველოდოთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას ძალიან მოკლედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა აქვთ მათ ჩადენილი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს იყო რეჟიმი, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ციხეებში ადამიანთა წამება, გაუპატიურება და სტრასბურგის სასამართლოს აქვს ამ ყველაფრისთვის კვალიფიკაცია მიცემული, როგორც სისტემური ხასიათის დანაშაული. ამ რეჟიმის ყოველდღიურობას წარმოადგენდა ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ოჯახის საძინებლებში მუდმივი თვალთვალი და ეს „კასრების თემა“, სავარაუდოდ, ყველას გახსოვთ, იქ ათასობით ჩანაწერზე იყო ასეთებზე საუბარი. ტელევიზიების და მედიის მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, 150-მდე ადამიანი არის ქუჩაში პირდაპირ ჩაცხრილული.
ეს იყო მათი ხელწერა, ეს იყო მათი ყოველდღიურობა, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რა ხდება, როდესაც ისინი გადავიდნენ ოპოზიციაში, ჩამოყალიბდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ვინაიდან მათმა გარე პატრონებმა ფსონი მხოლოდ „ნაცებზე“ ვერ დადეს, ნახეს, რომ ის სისხლიანი წარსული მათ ვერ ჩამორეცხეს და სხვადასხვა კონფიგურაციებით შეეცადნენ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას, თუმცა 10 არჩევნები ჩატარდა და ათივე არჩევნების შედეგი სახეზე გვაქვს, ჩვენი საზოგადოება მათ ვერ მოატყუეს და ათჯერვე ქართველ ხალხთან წააგეს მათი არჩევნები, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებულები.
გამუდმებულ რეჟიმში ხდება მათი მხრიდან დესტრუქცია, საბოტაჟი, ქვეყნის ხელოვნური რყევა, რომელიც, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ხელშემშლელი ფაქტორი. იქიდან გამომდინარე, რომ კი, დღეს ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანა ვითარდება, ყველა ხედავს ამას, თუმცა, რა თქმა უნდა ეს პროცესი ბევრად დაჩქარებული იქნებოდა, ჩვენ რომ ამდენი ხელშემშლელი ფაქტორი არ გვქონოდა და მუდმივ რეჟიმში ქვეყნის რყევის პროცესისთვის რომ არ გვედევნებინა თვალი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...
1793033854
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი
ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა...
1793032526
საზოგადოებაგორდულაძე: ზაზა ბიბილაშვილი ამტკიცებდა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, არ არსებობდა წამება, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია საზოგადოებას ეს მწამებლური რეჟიმი
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, რეკ...
1793030302
საზოგადოებასააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა
ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ბრალდებული ექსპრზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დედამისმა გიული ალასანიამ ლიზა იასკოსა და მი...



























