არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს ისევ განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის ახსნა განმარტებებით გაგრძელდება - სიტყვით ისარგებლებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას სხვა ოპოზიციური ძალები დაიკავებენ.

გუშინდელი სხდომა ჟურნალისტებთან შეაფასა მოსარჩელე მხარემ. არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ პროცესზე გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია არგუმენტირებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რაც, მაგალითად, საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი. ამტკიცებდა იმასაც, რომ 2004 - 2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური ძალა.

ჩვენ კიდევ ვამტკიცებთ, რომ ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩვენი მტკიცებების, ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, მათ არავითარი სამართლებრივი სათქმელი არ აქვთ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793043922

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიც საკმარისია მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის

პარლამენტის ფრაქცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გადაცემაში „დებატები“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვაზე საუბრობს. ლე...

ლევან მაჭავარიანი

1793042929

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, მუდმივი რყევა, მათ არ აინტერესებთ არჩევნები, მათ თავიდან ბოლომდე თავიანთი უცხოელი პატრონები უტარებენ წინასაარჩევნო კამპანიებსაც

აბსოლუტურად ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, მუდმივი რყევა, მათ არ აინტერესებთ არჩევნები, არ აინტერესებთ საარჩევნო შედეგები. მათ თავიდან ბოლომდე თავიანთი უცხოელი პატრონები...

ლევან მაჭავარიანი

1793041745

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულშია

უკვე ცნობილია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინანტთა საუკეთესო ათეული, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა...

ხვიჩა კვარაცხელია

1793041223

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად

ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...

ლევან მაჭავარიანი

1793038784

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები

„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი: