ირაკლი ქადაგიშვილი: არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს, ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს
„ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭირო არის, რომ ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ვერც კი განმარტავს, კონკრეტულად როგორ მოხდა, მათი მტკიცებით, არჩევნების გაყალბება. მისივე თქმით, არჩევნების არაღიარებით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს აზიანებს.
„ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო. უარყო, გასაგებია, რომ მე მაქვს უფლება, რომ რაღაცა უარვყო, მათ შორის არჩევნების შედეგები. მაგრამ, ყოველ ჯერზე საჭირო არის, რომ ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს. როცა მტკიცებულება არ არის, არგუმენტი არ არის, მეტსაც გეტყვით, ლოგიკური ახსნაც კი არ შეუძლიათ, როგორ ხდება ე.წ. გაყალბება, ლოგიკურად ხომ შეიძლება მოჰყვე მაინც, ან მოდელირება გააკეთო, როგორ ხდება გაყალბება. შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისეთი საკანონმდებლო რეგულაციებია და ადმინისტრირების ხარისხი ისე არის დარეგულირებული, რომ ეს შეუძლებელი არის.
როცა მუდმივად, პერმანენტულად არჩევნები არის შენი მხოლოდ და მხოლოდ საშუალება, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და როგორც კი ამჩნევ, რომ არჩევნების შედეგებით ვერ მოდიხარ და მაშინვე იწყებ არჩევნების, ანუ დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპის და შენი ამომრჩევლის ნების [შეურაცხყოფა], შეურაცხყოფა არის ეს, პოლიტიკური შეურაცხყოფა შენი ამომრჩევლის არის, როდესაც არ აღიარებ არჩევნებს და მათ არჩევანს კიდევ უგულებელყოფ. იმიტომ, რომ ის ხმა, რომელიც შენ ამომრჩეველმა მოგცა, ოპოზიციაშიც გამოსაყენებლად უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია და ჩვენ თუ ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციას, მაშინ ე.ი. ვერ ვაფასებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...
1793033854
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი
ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა...



























