"ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების" - 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა ტერენტი გრანელი

1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა ტერენტი გრანელი. მწერალი როინ აბუსელიძე, აღნიშნულ თარიღს ეხმაურება და წერს:
"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამბები მოგონილს უფრო ჰგვანან ვიდრე ნამდვილს, ისინი ასე თუ ისე ალამაზებენ და ავსებენ ქართულ ლიტერატურას.
ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა.
იმ დღეს, როდესაც ყველასათვის კარგად ცნობილი ლექსი Memento Mori დაწერა ძალიან გახარებული სახლიდან გამოვარდა დაღმართზე დაეშვა, თითქოს მიფრინავდა სიხარულით, ერთი ძალიან კარგი ლექსის დაწერის გამო …
ოპერის თეატრთან შემთხვევით გალაკტიონი შეეჩეხა.
გახარებულმა ტერენტიმ გამარჯობისთანავე მიახალა გალაკტიონს, გალაკტიონ იცი რა მაგარი ლექსი დავწერეო? – გალაკტიონმა ხო ძამიკოო? მომიყევი აბაო და გრანელმა ერთი ამოსუნთქვით წაუკითხა ახალი ლექსი.
გალაკტიონი დაფიქრდა.
ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება კიდევ მომიყევი აბა ძამიკოო.
ტერენტიმ უსიტყვოდ გაუმეორა Memento Mori და დიდი ინტერესით ელოდა რას ეტყოდა მისი მეგობარი.
– ამ უკანასკნელმა კი ისევ იგივე პასუხი გასცა – მიდი ერთხელ კიდევ მომიყევი ძამიკოო.
ტერენტის ცოტა არ იყოს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და ოდნავ ნერვშეტოკილმა კიდევ აუსრულა სურვილი გალაკტიონს.
გალაკტიონისგან რაიმე შეფასებისმაგვარის ან ქების მომლოდინე ტერენტიმ კი ასეთი პასუხი მიიღო:
–”კაი ძამიკო, კაი”– და გალაკტიონმა ჩაიარა.
გრანელს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და გაცოფდა გალაკტიონზე ეს რა გამიკეთაო.
მეორე დილით როცა დაღმართზე დაეშვა გალაკტიონზე განაწყენებული პოეტი, ნატრობდა ნეტა სადმე შემხვდეს გალაკტიონი პირში მივახალო ყველაფერიო.
– მართლაც ოპერასთან ისევ შეხვდა გალაკტიონს, გაგიჟებული მივარდა და გალაკტიონმა არ დააცადა და :
MEMENTO MORI
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს “Memento mori”-ა.დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები – სიმბოლო თეთრი მარადისობის.ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო – ლაჟვარდები ცისფერი.რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი – პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს ”MEMENTO MORI”-ა..
იმ დღეს საქართველოს ორი უძლიერესი პოეტი ერთ–ერთ დუქანში სიყვარულისა და ძმობის სადღეგრძელოს სვამდა", - წერს როინ აბუსელიძე.
ცნობისთვის, კრწანისში ტერენტი გრანელი ხშირად არა მარტო იმისთვის დადიოდა, რომ აქ, ამ ეგზოტიკურ კუთხეში ყარაჩოღელი კინტოები ენახა, არამედ აქ ჯერ კიდევ ისმოდა 1924 წელს წამებულთა კვნესა, აქ ჯერ კიდევ იდგა სისხლის ტბა. მებაღე ანდრია ძიძიგური პოეტს აქ უამბობდა თავის თვალით ნანახ საშინელებაზე. სწორედ ამ საშინელ დღეებს მიუძღვნა პოეტმა თავისი ცნობილი წიგნი Memento mori. ამ სიტყვებით მიმართავდნენ გამარჯვებულ ტრიუმფატორებს ძველ რომში – „გახსოვდეთ სიკვდილი” – თქვენც ხომ მისი შვილები ხართ. საქართველოსთვის თავდატეხილი ამ დიდ ტრაგედიის „შემომქმედს“ იოსებ სტალინს მიმართავს პოეტი, რომლის ერთი სტროფი დღესაც შიშის ჟრუანტელს მგვრის:
„იმპერატორო, შენ დიქტატორო,
მძვინვარებ სისხლის კორიანტელით,
მამის საფლავზე რად დაგავიწყდა აგენთო თუნდაც ერთი სანთელი“.
ასევე დაგაინტერესებთ:
1751397112
საზოგადოებანოშრევან ნამორაძის ადვოკატი: დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი
დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი, - აღნიშნულია გან...
1751394635
ახალი ამბებიარსენიო დომინგესი: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს
„საქართველოს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, რადგან 20 000-მდე მეზღვაურია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი საქართველოდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი თაობის შემოსვლ...
1751393232
სპორტიქართველმა მოჭიდავეებმა 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს 3 მედალი მოიპოვეს. ლუკა კოჩალიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (87კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ოქ...
1751393159
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია
ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...