"ვრცელდება ზვიად გამსახურდიას "ფეიკ" ინტერვიუები, რომლის მიზანია საქართველოს პირველი პრეზიდენტი "რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ წარმოაჩინონ" - კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ ვრცელდება ზვიად გამსახურდიას „ფეიკ“ ინტერვიუები, რომლის მიზანია საქართველოს პირველი პრეზიდენტი „რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ წარმოაჩინონ“.

„ისტერიულად ვრცელდება ფეიკ-ინტერვიუ, რომელიც გროზნოში ფეესბეს მიერ მივლინებულმა პეტერბურგელმა ჟურნალისტებმა შეთხზეს (გაზეთი "ნაროდნაია პრავდა"). ამ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია რაღაც ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს და ვითომ ადანაშაულებს საქართველოში მომხდარი ამბების წარმართვაში. პირველად ეს ინტერვიუ 10 წლის წინ გამოჩნდა ქსელში.

ინტერვიუში იგრძნობა შევარდნაძის რეჟიმის და მოსკოვის დაკვეთა, ზვიად გამსახურდია წარმოაჩინონ რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ, რომელიც პრიმიტიული ნაციონალიზმის წვენში იხარშება.

საერთოდ ზვიად გამსახურდიას უცნაური ბედი ხვდა წილად.

თავის დროზე ის ადამიანების უფლებებს იცავდა, მაგრამ თავად მისი უფლებები, როგორც ადამიანისა, უკიდურესად დაირღვა. სიმართლის დადგენას ცდილობდა, მაგრამ თავად მისი გამონათქვამები დამახინჯდა ან მიეწერა ისეთები, რომელიც სხვებმა, მისმა ოპონენტებმა თქვეს ან სულაც პროგრამაში ჩაწერეს (როგორც მაგალითად "საქართველო მხოლოდ ქართველებს" და ა.შ.) გაყალბდა თვით მისი ამ წუთისოფლიდან გასვლის რეალური ისტორია. ფეიკ-მაისტერები დღემდე განაგრძობენ მისი ზრახვების, პოლიტიკური ნაბიჯების, მისი რეალური პოლიტიკური კურსის, მისი ბიოგრაფიის გაყალბებას.

როგორ შეიძლებოდა პეტერბურგელი ფეიკ-მაისტერების რუსულ ციხეში დაყენებული მძაღე ინფორმაციული "ბრაგა" სინამდვილე იყოს, როდესაც ძალიან მალე ზვიად გამსახურდია, როგორც დევნილი პრეზიდენტი გროზნოდან ფინეთსა და ავსტრიაში იყო ჩასული, გააკეთა უაღრესად კორექტული და მიზანმიმართული მიმართვები დასავლეთის მთავრობებისადმი, პრესკონფერენციები, გამოსვლები? და მოწვევა დიდი ბრიტანეთიდანაც ხომ მიიღო? ვერ ჩავიდოდა თუ რა, მოსკოვში?

სხვა საქმეა, რომ თავად დასავლეთს არ ჰქონდა ჯერაც ერთიანი, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული პოზიცია სსრკ-ს დაშლასთან და საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ეს სხვა კაპიტელია.

ზვიად გამსახურდიას რაც სწამდა და სინამდვილედ მიაჩნდა, ის ერთჯერადად არ ამბობდა - სხვადასხვა მოდიფიკაციით ვარიაციებში, სულ იმეორებდა, თუ ბეჭდვით მედიაში, თუ ელექტრონულში.

ამაზე მეტყველებს მისი ოფიციალური განცხადებების, მიმართვების და ინტერვიუების ხუთტომეული, 1990-1993 წლებისა, რომელიც გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ე. ჯგერენაიას მეცადინებით. იქ ნახავთ ამის ბევრ საპირისპიროს. ბევრს, ერთს არა.

ვინც ასეთ "ინფოებს" ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან:

როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992 -1995 წლების ბანდიტურ კოშმარში, ან შესაძლოა უარესშიც. ამას მოვლენების დღევანდელი დინამიკაც გვიჩვენებს.

გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები. ნამდვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს თქვენს ბოგინს.

P.S. ახლახან აუღიათ რაღაც სხვა ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტი ინგლისურად საუბრობს საჭირბოროტო საკითხებზე და თარჯიმანის ხმა ისე დაადეს, რომ არ ისმის, რას ამბობს ინგლისურად, ფარავს ფაქტობრივად. არადა თარჯიმანი პირდაპირ კითხულობს "ნაროდნაია პრავდას" გაყალბებული ინტერვიუდან ადგილებს - ვითომ ამას საუბრობს პრეზიდენტი“, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

ასევე საინტერესოა: 

ძმამ 18 წლის დას ღვიძლი უნდა გადაუნერგოს, ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა - გავერთიანდეთ მარიამისთვის!

ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში ცოფის დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა - მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1749218948

საქართველო

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...

ტარიელ და ლეონიდე თენაძეები

1749218226

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...

ვოლსკი

1749217855

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...

ტრამპიტრამპი