„ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა“ - „მთავარი არხი“

„ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“, - განცხადებას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ იძულებულნი გავხდით დაგვეხურა არხის მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა არაპოლიტიკური გადაცემები: „ვანოს შოუ“, „ახალი შაბათის შოუ“, „მთავარი ბიჭები“, „სხვა ნანუკა“, „შენი დილა“, „მთავარი ჭკვიანი“, „მხოლოდ ლელასთან“, „სპორტი დიდ ქალაქში“, „მთავარი დიაგნოზი“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „ამინდზე მეტი“ და „მთავარი მსოფლიოში“.

პავილიონის შენახვა, მასშტაბური სტუდიების ნაქირავები ტექნიკით აღჭურვა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვეღარ შევძლებდით ასეთი კოლოსალური ხარჯების გაწევას. ამიტომ მივიღეთ პავილიონის გაუქმების მძიმე გადაწყვეტილება.

ზემოთ ჩამოთვლილი გადაცემებიდან ყველამ მიიღო ერთნაირი შეთავაზება, რომ გადასულიყვნენ თვითდაფინანსებაზე; საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები; მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად; ახალ რეალობაზე მოსარგებად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი ამოცანა, ფაქტობრივად, ყველა გადაცემამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ცვლილებებზე.

მაგალითად, „შენი დილა“ კვირების განმავლობაში პირდაპირ ეთერში ეზოდან გადიოდა; მოგვიანებით არხის მთავარი ოფისის გვერდით ჩვენ გამოვყავით პატარა სივრცე და ერთგული მაყურებლისგან დახმარების ფონდზე შემოსული თანხებით მოვაწყვეთ მცირე ზომის სტუდია - ბევრად უფრო მოკრძალებული ზომის, ვიდრე ძველი პავილიონი - საიდანაც ახლა ეთერში გადის „შენი დილა“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „მთავარი დიაგნოზი“ და ა.შ.

„სხვა ნანუკა“ პავილიონის დახურვის შემდეგ გადავიდა რეალითი-ფორმატზე, შემდეგ სახსრების არარსებობის გამო იძულებული გახდა ივლისში დროებით შეჩერებულიყო, თუმცა ამ პერიოდში ნანუკამ შეკრიბა ახალი გუნდი, მოიძია სპონსორები და სრული თვითდაფინანსებით და განახლებული ფორმატით სექტებმრიდან იწყებს ახალ სეზონს ჩვენს არხზე.

„მხოლოდ ლელასთან“ აგრეთვე გადავიდა რეალითი-ფორმატზე და სტუდიის გარეშე გადის ეთერში.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან.

ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ - ხშირად ანაზღაურების გარეშე - და მაინც არ ტოვებს კომპანიას.

„ვანოს შოუს“ გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის „მთავარი არხის“ შექმნაში, წარმატებასა და მაღალ რეიტინგში. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ ადამიანებთან ერთად ურთულესი ეტაპები გვაქვს გამოვლილი. ამიტომ მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.

„ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ახალ იუმორისტულ შოუზე - ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს. გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიდან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი - ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე - ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე“.“ - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ვანო ჯავახიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა რომ ახალი სეზონიდან მუშაობას „ტვ პირველში“ გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მთვრალმა კაცმა ძამას ხეობაში, ნაგვის დაწვის დროს ექვსი სახლი და ხეხილის ბაღები გადაწვა - პროკურატურა

🔵 მთავრობამ ღორების დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

🔵 სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792310186

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა დ...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული

1792308929

ახალი ამბები

„ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა“ - იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამ...

დაკავება

1792307651

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სახელმწიფო გაამკაცრებს კონტროლს, რათა კომპანიებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღონ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ცვლილებებზე მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს და შემცირდეს გაჭიანურე...

რევაზ სოხაძე

1792305834

საზოგადოება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტა...

დევნილთა ფულადი კომპენსაცი

1792304098

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ქუთაისში წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტები უახლოეს პერიოდში დაიწყება

ქუთაისში წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არსებული პრობლემების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას გ...

რევაზ სოხაძე