ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში - ინფექციონისტის რჩევები მშობლებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ დროს შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის აწევა. მშობლები როდესაც ხედავენ, რომ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, სიცხეს უზომავენ და ტეპმერატურა მომატებულია, იწყებენ მიზეზის ძებნას და გამოკვლევებს. ვინაიდან ასეთი შემთხვევები ახლა არაერთია, როცა ბავშვს უბრალოდ გადახურების გამო აეწია ტემპერატურა და არავითარი ინფექციური დაავადება არა აქვს, ამიტომ ვიფიქრე ეს დამეწერა.

სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა. პირველი დახმარებაა გრილ ადგილას მოთავსება, ბევრი სითხის მიცემა, ცივი ტილოს დადებით სხეულის გაგრილება. გართულებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

სხეულის გადახურება განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირება, ოფლის გამოყოფაც უფრო ნელა ხდება და გაუწყლოებასთან დაკავშირებული მოვლენებიც უფრო სწრაფად ვითარდება. სხეულის გადახურების რისკი მატულობს მაღალი ტენიანობის პირობებში. ხშირია მოზარდებში, რომლებიც სიცხეში ვარჯიშობენ.

განსაკუთრებით საშიშია გაჩერებულ მანქანაში ბავშვის ყოფნა სიცხის დროს. აშშ-ში ჩატარდა კვლევა ამ საკითხის შესასწავლად. ყოველწლიურად აშშ-ში რეგისტრირდება ბავშვების სიკვდილის შემთხევევები მანქანაში გადახურების შედეგად. წელს 13 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წელს - 21.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მცირედ ჩაწეული ფანჯრები არ არის საკმარისი სხეულის გადახურების თავიდან ასაცილებლად. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ გარემო ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალიც საკმარისია იმისთვის, რომ გაჩერებულ მანქანაში ბავშვის გადახურებისთვის სარისკო ტემპერატურა იყოს.

მოკლედ, გავუფრთხლდეთ ბავშვებს და მოვარიდოთ სიცხეს, განსაკუთრებით სიცხეში გარეთ თამაშს. იმედია, ჩვენთან პარკირებულ მანქანაში ბავშვების დატოვების შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა ვინ იცის“, - წერს ინფექციონისტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 კიდევ ერთი დიიიდი ტალახაძე მოევლინა ქვეყანას - ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა

🔵 6 წლის ბავშვი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა - ავარია ნინოწმინდაში

🔵 თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია - ნანა კაკაბაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789637845

საზოგადოება

პრემიერი „ნამოხვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები საფუძვლის გარეშე, დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ

იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...

ირაკლი კობახიძე

1789636419

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი – ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, ოპოზიციაში სწორედ ამ მოცემულობას ვაკვირდებით, უსაქმურები არიან, ზღვარს ქვემოთ დაშვებული რეიტინგით

„ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო, ოპოზიციაში სწორედ ამ მოცემულობას ვაკვირდებით“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა...

დავით მათიკაშვილი

1789635516

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: გვჭირდება მეტი გენერაცია, ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები

„ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს...

მარიამ ქვრივიშვილ

1789634338

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად

„ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე

1789633657

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია

„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკ...

მარიამ ქვრივიშვილი