ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, თავის გამოსვლაში, ანგარიშში დასმულ რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ზურაბ აბაშიძემ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ღია დიალოგის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, იგი იმედოვნებდა, რომ წარმოდგენილ ანგარიშში 4 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა დაგმობილი იქნებოდა.
„ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აანონსებდნენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ არ იქნებოდა გამოყენებული ორმაგი სტანდარტი და ამ ძალადობას იმავე სულისკვეთებით დაგმობდით, როგორც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ხოლმე ძალადობას საკუთარ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე. მჯერა, რომ კონგრესს შეუძლია კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის პროცესის ხელშეწყობაში და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამას გააკეთებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოწვევის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში ჩართულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზების მაღალი სტანდარტი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, კენჭისყრის ფარულობის დაცვა და პროცედურების გამჭვირვალობა.
„მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, ინციდენტების გარეშე და დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. რატომღაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მოწვევის საკითხი სპეკულაციის საგანი გახდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თაობაზე ეუთოს მოწვევა რეალისტურ ვადებში გაუგზავნა. ორგანიზაციას რომ ჰქონოდა შესაბამისი ნება, არსებული ვადები მისიის გამოგზავნის და საჭირო ტექნიკური ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლეოდა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულ ღია დიალოგის წარმოების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის უსვამდა ხაზს ჯანსაღი და ორმხრივად კონსტრუქციული დისკუსიების შენარჩუნების აუცილებლობას და კვლავ ამ იდეის ერთგულია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
„ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამართულ ღია დებატებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში მედია საშუალებებით გადაიცემა. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი ავლენს მზადყოფნას, გაიზიაროს და განიხილოს ოპონენტების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები. გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას კოორდინირებული და კარგად გააზრებული პოზიციებიდან. ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ დიალოგი არის საზოგადოების დეპოლარიზაციისკენ მიმავალი სწორი გზა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სტრასბურგში 4 დღის განმავლობაში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, საქართველოს საკითხის განხილვის გარდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის შესახებ იმსჯელეს. გაიმართა დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე. პლენარულ სესიაზე, ასევე კონგრესის ახალი პრეზიდენტი, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს.
1775055133
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძ...
1775052836
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს აქციის დაანონსებას გამოეხმაურა. ამ თემაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და ოპონენტებ...
1775051228
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს, 4 წლის ვადით, თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დან...
1775051155
საზოგადოებაბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას. ადვოკატის თქმით, კანონით დადგენილ ვადაში ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ....
1775050848
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკის...



























