“ამ წლის ხარება როგორი სევდიანი და მოწყენილია - ღვთისმშობელიც გვაპატიებს, რომ შიგნით, გულის სიღრმეში ვერ ვართ ლაღად და ამ უდიდეს დღესასწაულს ღირსეულად ვერ შევხვდით“ - მამა პეტრე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

"ამ წლის ხარება როგორი სევდიანი და მოწყენილია.

ღვთისმშობელიც გვაპატიებს, რომ შიგნით, გულის სიღრმეში ვერ ვართ ლაღად და ამ უდიდეს დღესასწაულს ღირსეულად ვერ შევხვდით…

არადა, კაცობრიობას იმის ჩასახვა ეუწყა, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანებს ჯოჯოხეთისგან იხსნიდა, მაგრამ ჩვენ, ამ საუკუნეში ისევ ჯოჯოხეთი მოვუწყვეთ ერთმანეთს…

დიდების ომს ვინ ჩივის, პატარები ჩავრთეთ ამ სიბოროტეში და ჯერ გაუპატიურება, მერე წამებით სიკვდილი მივუსაჯეთ…

ვაღიარებ, არ, ვერ მედღესასწაულება…

მხოლოდ კალენდარულად მეხება ეს დღე, შიგნით კი მკვდარი ვარ…

ვერ ვუძლებ ამხელა უსამართლობას, სისასტიკეს, უღმერთობას…

ყველაფერი ყალბი და მოჩვენებითია, თუ ადამიანები ამოწყდებიან…

ღმერთთან ბევრი კითხვა მაქვს, პირველი და მთავარი არის, რატომ პატარები, რატომ ბავშვები?! 

ამ დროს არ არსებობს სიტყვა, რომელიც განუგეშებს…

გინდა, რომ იღრიალო და მაინც უძლურებისგან საკუთარ სხეულში იხრწნები…

დიახ, ვერ ვხარობ, რამ გამახაროს, ასე, ყველა კალენდარულ საეკლესიო დღეს აღვნიშნავთ და მაინც უარესობისკენ მივდივართ…

მაინც სასიკეთო არაფერი ხდება…

აღარც საინტერესო ცვლილებებს ველოდები, გავიყინე და ერთადერთი რასაც ვგრძნობ, აგრესიას, მრისხანებას, ყრუ და დაუსრულებელ ტკივილს…

… და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მინდა გავიხაროთ…

თუმცა, ტყვიებით დასეტყვილი ბავშვების ყურება ამის უფლებას არ მაძლევს!..",- წერს მამა პეტრე კვარაცხელია.

სხვა სიახლეები:

📍"გოგონა, ორ ნაწილად დაჩეხეს, შემდეგ გააგზავნეს საავადმყოფოში, რომელზედაც იდო ფურცელი: "როგორც ამ გოგოს ვერ გაამთელებთ, ისე ვერ გაერთიანდება საქართველო და აფხაზეთი"-ო

📍"პუტინის "დედლაინი" 9 მაისია - "ფაშიზმზე" გამარჯვება ამ დღეს უნდა იზეიმოს, მაგრამ ბუნკერი აუცილებლად იქცევა იპატიევის პადვალად" - ლაშა ბუღაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე