"პუტინის "დედლაინი" 9 მაისია - "ფაშიზმზე" გამარჯვება ამ დღეს უნდა იზეიმოს, მაგრამ ბუნკერი აუცილებლად იქცევა იპატიევის პადვალად" - ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინს ბოლოს ისევ რუსი ხალხი მოუღებს და ამის მაგალითად ისტორიული მაგალითი მოჰყავს.

"ვუყურებ რუსეთის ქუჩებში გამოკითხულთა მოლაპარაკე გვამებს და ვფიქრობ, რას იზამს ეს ხალხი, როცა მარცხის გაცნობიერებას დაიწყებს...

როგორი ეგზალტაციით იყვნენ რუსები მოცულები 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის პირველ თვეებში - უცებ შეიყვარეს იმპერატორი ნიკალაი მეორე და ისიც რა თავდაჯერებული იყო თავისი მილიტარისტული პოპულარობის პიკზე...

და რას იფიქრებდა, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში ტახტს დაკარგავდა და მერე საერთოდ სიცოცხლეს: რომ მასზე შეყვარებული რუსი ხალხი სარდაფში ჩაკლავდა ცოლიან-შვილებიანად, ქალიშვილებს აუკუწავდნენ და მიტოვებულ შახტში ჩაყრიდნენ ნახევრად-დამწვარ სხეულებს...

ამ დროს რა ბედნიერი ჭვრეტდა თავის ტრიუმფს რუსული მისიის აღსრულების დასაწყისში... და აი, "ტრიუმფი" ინჟინერ იპატიევის სახლის პადვალში დაუსრულდა...

რუსი იმპერატორი ანგელოზი იყო პუტინთან შედარებით, მაგრამ რუს ერს სჩვევია დემონური ეტაპების ტრანსფორმაცია...

პუტინის "დედლაინი" 9 მაისია - "ფაშიზმზე" გამარჯვება ამ დღეს უნდა იზეიმოს.

მაგრამ ბუნკერი აუცილებლად იქცევა იპატიევის პადვალად", - წერს ბუღაძე.

სხვა სიახლეები:

🔵 2019 წელს დაბადებულ ვირას ალბათ ეღუტუნებოდა, როცა დედა შიშველ ზურგზე, ლურჯი მელნით აწერდა - ნინო თარხნიშვილის ემოციური პოსტი

🔵 "ეს ნაბიჯი უშედეგოდ არ ჩაივლის"- რუსეთის მუქარა საბერძნეთს, 12 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით

🔵 „ბესლანის ტკივილი პირველად 2008 წელს განახლდა და მეორედ ახლა... როცა რუსი ჯალათების ხელში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია“ - ნანა ლეჟავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე