"არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?! უფლის წყალობით, მე ვუძლებ; აი, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა!" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში დათო ტურაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ "პატივის და ღირსების შელახვის დათმენა იოლი გასაძლები არაა".

მისივე თქმით, ის "უფლის წყალობით უძლებს, ტურაშვილი, კი საავადმყოფოში მოხვდა". ჯაღმაიძე ამბობს, რომ ახლა კონკრეტულს არაფერს შეახსენებს ტელევიზიებს, რომლებსაც "არაერთხელ ანალოგიური რამ გაუკეთებიათ", მათ შორის მის მიმართ.

"ერთგვარი დალოცვის ფორმა შეიძინა სიტყვებმა, - "გაძლება მოგცეს ღმერთმა"! ახლობლები, ნაცნობები, უცხო ადამიანები ამ სიტყვებს ხშირად მეუბნებიან.

არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?! უფლის წყალობით, მე ვუძლებ; აი, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა! მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას და ასევე ვისურვო, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად დაუფიქრდეს მის ნათქვამს, რომ სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს!

ახლა კონკრეტულს არაფერს შევახსენებ ტელევიზიებს, რომლებსაც არაერთხელ ანალოგიური რამ გაუკეთებიათ, და მათ შორის ჩემს მიმართაც, ინტერნეტსივრცე კი, ისეთი რეალობაა, რომ, თუ იქ ერთხელ რამე მოხვდა, მუდმივად რჩება და მუდმივად შეგვახსენებს ამას.

ამ ტელევიზიების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: კარგია, დათო ტურაშვილს რომ ექომაგებით, მართლაც დაინახეთ რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით? ან შენდობას ითხოვთ უკვე ჩადენილზე? ან ამ პოსტს მშვიდად და გაცნობიერებულად მიიღებთ?", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, გუშინ 19 მარტს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ, მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ტურაშვილი ფორმულას ეთერში რუსული კანონის კრიტიკის გამო მის მიმართ აგორებულ კამპანიაზე საუბრობდა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794384584

ახალი ამბები

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა

ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რისი მიზანიცაა აღნიშნული დაავადების პრევენციისთვის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, - ა...

კიბოს სკრინინგი

1794384238

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან არის მცდელობა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება მოხდეს - ეს დაუშვებელია

მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი გაბუნია მიტროპოლიტ იობის ქადაგებას გამოეხმაურა. როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არის მცდელობები, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირე...

გიორგი გაბუნია

1794383566

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის ქადაგებაზე: ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...

ლევან მაჭავარიანი

1794383078

საზოგადოება

ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე: ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესწრება. საუბარია პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე. კ...

მაკა ბოჭორიშვილი

1794380623

საზოგადოება

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შეს...

გიორგი ბუტიკაშვილ