ბაია პატარაია: მშობლებო, გაზარდეთ ქალიშვილები დამოუკიდებელ ადამიანებად და ისინი თვითონ მოიპოვებენ თავისუფლებას თქვენგანაც და სხვებისგანაც

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში წერს:

"მადლობა, მამა, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, შენი ერთადერთი საქმე სწავლაა და საუკეთესო ნიშნებზე ისწავლე, რომ საუკეთესო პროფესიონალი გამოხვიდე და იმდენი ფული სულ გქონდეს, შენ და შენს შვილს რომ ეყოფაო.

მადლობა, რომ არასდროს გითქვამს, გათხოვდები და ქმარი გარჩენსო.

მადლობა, დედა, რომ მეუბნებოდი, რაც არ უნდა დაგემართოს, გინდა მოგიტაცონ და გაგაუპატიურონ, მაინც ყველგან მოგძებნით მე და მამაშენიო, სახლში წამოგიყვანთ და მოგხედავთო, იმ კაცს კი სამარემდე ჩავყვებით და არ ვაპატიებთო.

მადლობა ორივეს, რომ მე და ჩემ დას გვეუბნებოდით, თქვენ ერთი კამანდა ხართო, არავინ გყავთ ერთმანეთზე ძვირფასი და ჩვენზე მეტად ერთმანეთი უნდა გიყვარდეთო.

ეგ რომ არ გეთქვათ, შეიძლება არც ვყოფილიყავით საუკეთესო დები და მებრძოლი ქალები.

მშობლებო, გაზარდეთ ქალიშვილები დამოუკიდებელ ადამიანებად და ისინი თვითონ მოიპოვებენ თავისუფლებას თქვენგანაც და სხვებისგანაც; უბრალოდ უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ თქვენი იმედი.

დღეს ქალებს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ისინი საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.

გილოცავთ, დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ სისხლის ფასად მოიპოვება", - წერს ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ამას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტობასთან!!! ამას ჰქვია უბრალოდ "ჩა*ლახობა"- ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია "ფორმულას" კომენტარის დამახინჯებაში ადანაშაულებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776604584

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ვაშინგტონმა რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციები არ განუახლა. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსუ...

ზელენსკიზელენსკი

1776603275

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით...

ჰეზბოლა ჰეზბოლა

1776601262

ახალი ამბები

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვე...

პროკურატურა

1776600387

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...

ილია სულამანიძე

1776597923

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში სტარტი აიღო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყანა უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მეორედ მასპინძლობს და ღონისძი...

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი