„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე

გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატორის, რომელიც ტვინში გამოიყოფა მაშინ, როცა რაღაც ფაზლი ეწყობა. მით უმეტეს ხუმრობაში - მოულოდნელი და სასაცილო დასასრული. 

დოფამინი გამოიყოფა მაშინაც, როცა „ვსქროლავთ“ და გვხვდება ათასნაირი მოულოდნელი სიუჟეტი.

მოწერილები „მესინჯერში მისგან, ვისგანაც ელოდი ან არ ელოდი. გამოიყოფა და გამოიყოფა დოფამინი, რომლის მარაგები ნამდვილად არაა ულევი და ითხოვს დროს შევსებისთვის. 

ნეირომედიატორი დოფამინი აღმოაჩინა შულცმა მაიმუნებზე ცდებისას.

შულცის მაიმუნს დოფამინი გამოეყოფოდა ჭარბად როცა რაღაც ფიგურებს სწორად აწყობდა ეკრანზე და ამაში იღებდა ჯილდოს - ბანანს.  რას აკეთებს შულცის მაიმუნი ამ დროს? ეკვრის ეკრანს. რას აკეთებს ადამიანი რომელიც „სქროლავს“? კიდევ უფრო მაგრად ეკვრის ეკრანს და კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს „სქროლვას“. ამაშია იაფფასიანი დოფამინის საიდუმლო.

შედეგად ვიღებთ დაღლილობას, გვეზარება ჭურჭლის რეცხვა, სერიოზული წიგნის კითხვა, სახლის დალაგება და ა.შ. და კვლავ ვფიქრობთ, მოდი ისევ „ავსქროლავ“. ასე იკვრება მანკიერი წრე. 

არა და ნებისმიერი მოღვაწეობა, სამსახური მათ შორის, ითხოვს ჩართულობის, გატაცების შეგრძნებას, რომელსაც სწორედ დოფამინი იწვევს, რომელიც ასე სასტიკად და იაფფასიანი გზებით უკვე გახარჯული გვაქვს. 

ხომ გიგრძნიათ არაფერი რომ გინდათ, აღარაფერი გიტაცებთ, აღარ გაქვს დრაივი ცხოვრებისთვის, შინაგანად დაცარიელებულები ხართ და ვეღარ აკეთებთ რაღაც სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებს. 

სწორედ ეს იაფფასიანი დოფამინია მიზეზი ასეთი პოპულარული მოვლენის რომელსაც ეწოდება პროკრესტინაცია, ანუ საქმეების გადადება.

ამას მოსდევს ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ყურადღების დეფიციტის სინდრომი - რადგან მივეჩვიეთ პატარა ვიდეობისგან სიამოვნების მიღებას, რატომ ვუყუროთ რაღაც ხანგრძლივს, სერიოზულს, გასააზრებელს, დასაფიქრებელს? ასე გვაბითურებს ტვინი.

ხომ ხვდებით რომ ამ ნეირონული მექანიზმის (იაფასაიანი დოფამინი) მძევლები ვართ?

როგორ მივხვდეთ რომ პრობლემა გვაქვს?

რაღაც დროით შევწყვიტოთ იაფფასიანი დოფამინის მიღება და დავაკვირდეთ როგორ ვგრძნობთ თავს. 

თუ მშვიდად ვართ, ხასიათიც კარგი გვაქვს, ენთუზიაზმიც, მაშინ არ ვართ მასზე დამოკიდებული. 

თუ აღარ ვთამაშობთ თამაშებს, კაზინოს, არ შევდივართ სოც ქსელში, დავაკვირდეთ, რა დროში გვინდება ეს ყველაფერი? რატომ ვერ ვიწყებთ რამე სასარგებლო საქმეს რატომ განვიცდით შინაგანად დისკომფორტს?  იმიტომ რომ პრობლემა გვაქვს. არა და ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი მიღწევები, მნიშვნელოვანი რაღაცეები რაც გასაკეთებელია. 

აქედანაა რომ იკლებს თვითშეფასება. ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია. ვხარჯავთ და ვხარჯავთ დოფამინს (და არა მარტო). ან რანაირად ვიქნებით კარგ ხასიათზე? შემდეგ იმ დასკვნამდეც მივდივართ რომ ვართ „ლუზერები“ (უვარგისი, უხეირო ადამიანი) და ა.შ.

არა და უბრალოდ გვჭირდება დოფამინის დაგროვება. თუ არა და ჩავრეცხოთ ბარემ ჩვენი ცხოვრება უნიტაზში. 

სხვებს ვეუბნებით რომ არა, არ შეიძლება და თავად მაინც ვეპარებით ინფორმაციასაც, თამაშებსაც, და სოც ქსელებსაც. ვიღებთ და ვიღებთ უაზრო ფოტოებს, ვადებთ და ვადებთ ამ ფილტრებს. 

როდისღა ვცხოვრობთ ნამდვილ ცხოვრებას? თვალს რომ გაახელ და ეგრევე ტელეფონს ეძგერები. 

- ის იმას დაშორდა, იმან იმაზე იქორწინა, ამან ამდენი მოიპარა... და უკვე აღარ გინდა, გეზარება სამსახურში წასვლა, გეზიზღება სამსახური, გეზარება სახლის დალაგება, გეზარება მეცადინეობა... - ასეთია იაფფასიანი დოფამინის ეფექტი. 

ლამის ბედნიერების რეცეპტია იაფფასიან დოფამინს აარიდო თავი მაქსიმალურად და ეცადო დაიგროვო ტვინში ბუნებრივი ტემპით, მერე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე გემრიალდ დახარჯო თუნდაც ერთბაშად. 

ფსონი დევს მიღწევებზე, რომლებიც გაგრძნობინებენ რომ ტყუილად არ გიცხოვრია. როგორი ურთიერთობები გაქვს, გიხარია თუ არა ცხოვრება, რომ სიცოცხლე ფასეულია თავისთავად, 

ტექნოლოგიებს რას გავექცევით, მაგრამ ისე უნდა ვისწავლოთ ყოფნა რომ ამ ტექნოლოგიებმა არ დაგვანგრიონ. 

შეიძლება ისეთი დროც მოვიდეს, რომ ჩვენმა ფსიქიკამ ვერც შეძლოს ტექნოლოგიებთან ადაპტაცია ან მხოლოდ თვიგანადურებით შეძლოს ადაპტაცია.

ერთი სიტყვით უნდა ვაკონტროლოთ ვისზე ან რაზე ვხარჯავთ ამ შინაგან წიაღისეულს, ოქროს ფაქტობრივად. ჩვენს ძვირფას ნეირომედიატორებს, რომლებიც გვანიჭებენ ცხოვრების ხალისს. 

ძალიან ძნელია ებრძოლო იაფფასიან დოფამინს. ძალიან. 

ეს არის დღევანდელი ცხოვრების მთავარი გამოწვევა. ვირტუალური რეალობა, თან სოც ქსელები, თან თამაშები - დაკარგული ადამიანი. დოფამინური ბათქეები იცის ლაიქებმაც :)))) . ვისაც უსვამთ, მასში.

მაქსიმალურად მოკლედ მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. 

მეგობრები, რომლებიც იაფფასიან დოფამინზე არიან შემჯდარი, მალე ვერც აღგვიქვამენ წესიერად მათ, ვინც რთულ დოფამინზე ზის, იტყვიან, - აუ ეხლა ამას მოუსმინე, გაუგე. და შენც ხომ აღარ გინდა მერე იმასთან ურთიერთობა. და ასე გაწყდება ურთიერთობები ნელ-ნელა. არა მარტო მეგობრებთან, შეყვარებულებთანაც და საერთოდ შეიძლება შვილებთან, და ა.შ.

კრისტინა ოსაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746770507

მსოფლიო

ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უ...

დონალდ ტრამპი

1746769172

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ - მათ გარდაუვალი მარცხი ელოდებათ

ოპოზიციას ელოდება გარდაუვალი მარცხი არა ქართული ოცნებისგან, არამედ ქართველი ხალხისგან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადი...

ვლადიმერ ბოჟაძე

1746767451

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს ღირსეული წვლილი მიუძღვის, ამ წვლილის, მსხვერპლის, გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება

„80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც, ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო, რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხ...

შალვა პაპუაშვილი

1746766974

ახალი ამბები

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.    1945 წლის...

ზოგადი

1746737766

საზოგადოება

კახა კალაძე: მე ვარ ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ გუნდის, ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს და რასაც გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, თუ ვინ უნდა იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება

2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი და ბევრი მაგარი პროექტი იქნა განხორციელებული. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ჩემს უკან დგას 30 000 - მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობენ იმისთ...

კახა კალაძე