"ჩამოართვით სოციალურად დაუცველ მილიონერს ქონება და აღარ გვეყოლება 1980 წელს გამოშვებული ვერტმფრენები"
ეკონომისტი, ირაკლი ლატარია გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"მარტო გოგაშვილმა რაც დააგროვა ამ 10 წელში, მინიმუმ 15 ახალ ვერტმფრენს იყიდიდა სამინისტრო
ხოდა ჩამოართვით სოციალურად დაუცველ მილიონერს ქონება და აღარ გვეყოლება 1980 წელს გამოშვებული ვერტმფრენები…
არა ნუ’ ამ ქვეყანას რამე თუ ეშველება აღარ ვიცი...
გამოჩნდება კაცი’ რომელიც უანგაროდ ეხმარება ამ ჩემს საწყალ საქართველოს და პარალელურად ვიღაც უწიგნური’ ბოროტი’ მდაბიო’ ხამი’ მილიონებს წოვს და კაციშვილი არ სთხოვს პასუხს
რაის ციხე? კონფისკაცია ქონების _
აი რა არის სამართლიანი … და ამ ქონების გაყიდვით შემოსული თანხით’ იყიდოს სახელმწიფომ ვერტმფრენებიც და ყველაფერი….
წარმოგიდგენიათ?
90 წლის შემდეგ ყველა იმ ჩინოვნიკის’ (რომლებიც გახდნენ მილიონერები და თან რამდენი გვყავს ეგეთი) ქონებიდან შემოსული თანხით’ რა ქვეყანა ვიქნებოდით?
ეხ _ რამხელა ტრაგედია დატრიალდა გული მაქვს გაგლეჯვას….", - წერს ლატარია.
შსს-ს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.
შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793384376
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...
1793380900
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და მიმდინარე კვირების განმავლობაში გამართული...
1793379581
ახალი ამბებიზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა...
1793378931
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა
ისრაელელი სამხედროების ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა. „ჰამასი“ ღაზას ცენტრში, ბურეიჯის ბანაკსა და ღაზას...
1793376881
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ
„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ...






























