"ჩემი ბიოლოგიური მამა, ან დედა, ვიღაც ქალისგან არის გაჩენილი, რომელმაც თავისი ნამდვილი გვარი არ იცის" - თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური ნათესავები იპოვა
მოგეხსენებათ, თამუნა მუსერიძემ გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ, ზრდასრულ ასაკში გაიგო, რომ ბიოლოგიურად სხვა ადამიანების შვილი იყო. დაიწყო მათი ძებნა ყველა შესაძლოს გზით, მაგრამ დღემდე დედ- მამის კვალს ვერ მიაკვლია.
მიუხედავად ამისა, გამოიკვლია ვინ არიან მისი ბებია - ბაბუა, ნათესავები და მათთან აქტიური კონტაქტი დაამყარა და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოქვეყნა. ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, მაშინ, როცა თამუნამ თქვა, რომ იცის ვინაა ბაბუა, მაგრამ ვერ პოულობს მშობლებს. ამ თემაზე განმარტებას თამუნას სტატუსში წაკითხვათ:
„მოკლედ შევაწუხე მთელი სანათესაო ამ ფოტოების ფრიალით, მაგრამყოველ დადებულ პოსტს და ყოველ დაკოპირებულ კომენტარს აუცილებლად მოსდევს ახალი შეკითხვა, "ნათესავები თუ იპოვე, რატომ ვერ პოულობ მშობლებს?" სამწუხაროს ხალხს კომენტარების კითხვა არ უყვარს, ამიტომ კიდევ ერთხელ და იმედია ბოლოჯერ, ნათესავებთან ბოდიშის მოხდით ვწერ გარკვევით და გასაგებად.
ფოტოებში წარმოდგენილი უსიმპატიურესი მამაკაცი არის ჩემი ბიოლოგიური ბაბუა-გენადი ნანავა.
როგორ ვიპოვე?
არსებობს გენეტიკური ტესტი, ancestrydna რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში იკეთებენ და რომელიც ადგენს წარმომავლობას, შენ მონაცემებს მსოფლიო ბაზაში ინახავს 500 წლის განმავლობაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გიჩვენებს იმ ნათესავებს, ვისაც გაკეთებული აქვს. მაგალითად: გაიკეთა ბაბუაჩემის ბაბუის დის შვილთაშვილმა. პირდაპირ გიწერს რა სახის ნათესავია. ეს ტესტი მე შარშან გავიკეთე, მაგრამ ახლო ნათესავს არავის ჰქონია გაკეთებული. საბედრიეროდ, რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით ამერიკაში გაიკეთა ჩემმა ბიძაშვილმა და ავტომატურად დაგვაკავშირა ერთმანეთს. თუმცა ისტორია აქ არ მთავრდება. გავუკეთეთ ყველა ბიძას, მამიდას, დეიდას. ნათესაური კავშირი ყველასთან დადასტურდა. მაგრამ მამა-შვილური, ან დედა-შვილური არა. აქედან გამომდინარე მივედით იმ დასკვნამდე, ჩემი ბიოლოგიური მამა, ან დედა, სადღაც, ვიღაც ქალისგან არის გაჩენილი. ბიძებს, ბიძაშვილებს, მამიდებს (ან დეიდებს) ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ბაბუა სამწუხაროდ 1951 წელს 33 წლის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამიტომ არ გვაქვს მშობლებზე ინფორმაცია და სავარაუდოდ, არც მან იცის საკუთარი გვარი.
იმედია, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ყველა დროებით მაინც დავისვენებთ.
აქვე ჩავამატებ. მეორე მსოფლიო ომის მერე, ბაბუა იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი. დაახლოებით 1949-50 წლებში მუშაობდა რუსთავში," - წერს თამუნა მუსერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794145684
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია
„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...
1794142945
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...
1794140522
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პრაღაში დაგეგმი...
1794139252
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღ...
1794138016
საზოგადოებაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორებისთვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის
„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავ...


























